დევა კასელი იდეალური „დოლჩეს გოგოა”: Dolce & Gabbana-მ გოგონას მონაწილეობით ახალი არომატი წარადგინა (ვიდეო) - Marao

დევა კასელი იდეალური „დოლჩეს გოგოა”: Dolce & Gabbana-მ გოგონას მონაწილეობით ახალი არომატი წარადგინა (ვიდეო)

2021-02-10 14:44:45+04:00


Dolce & Gabbana-მ ერთი წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა დევა კასელთან გააგრძელა და "დოლჩეს გოგოს" მონაწილეობით ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოუშვა.

Dolce & Gabbana-ს წარმომადგენლების თქმით, დევა იდეალურად წარმოაჩენს „დოლჩეს გოგოს” განწყობასა და ენერგიას.

სუნამოს არომატებში Dolce-ს ოთხ განსხვავებულ სურნელს შეხვდებით: Dolce Peony, Dolce Shine, Dolce Garden და ახლა უკვე Dolce Rose ვარდის არომატით.

ცნობისთვის, წინა ზაფხულს დევა კასელი Dolce Shine-ის სარეკლამო კამპანიასა და ვიდეორგოლში პირველად გადაიღეს.

ამ კვირაში კი ახალი არომატის, Dolce Rose-ის წარდგენა გაიმართა. გადაღებები იტალიის სოფელ ბელაჯიოში მიმდინარეობდა.

მსოფლიო სელებრითების მშობლების, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილისთვის ეს წელი წარმატებით დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა 16 წლისაა Dolce & Gabbana-ს სახე გახდა და ფრანგული ჟურნალის, ELLE-ის გარეკანზე 2-ჯერ დაიბეჭდა. მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>