შორენა ბეგაშვილის ულამაზესმა ქალიშვილმა ევა ბარბაქაძემ ორიგინალური მაკიაჟი გაიკეთა და ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
ევა "ინსტაგრამზე" პოპულარული გოგონაა და ბევრი გამომწერიც ჰყავს, რომლებიც მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს პოზიტიურად ხვდებიან და დადებით კომენტარებს არ იშურებენ. "საოცრად ლამაზი ხარ", "ულამაზესო", - უწერენ ევას გამომწერები.
თუმცა ევას გამომწერებიდან იყვნენ ისეთები, რომლებსაც გოგონა მაკიაჟის გარეშე უფრო მოსწონთ. "უმაკიაჟოდ უფრო ლამაზი ხარ", - დაუწერეს კომენტარი თინეიჯერს.
გოგონას სურათებს ყოველთვის იწონებს შორენა ბეგაშვილიც.