"ირაკლისთან მოგონებები არ მაკავშირებს, როგორც სხვა ბავშვებს მამებთან, მაგრამ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ" - ნანა ჩარკვიანი

"ირაკლისთან მოგონებები არ მაკავშირებს, როგორც სხვა ბავშვებს მამებთან, მაგრამ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ" - ნანა ჩარკვიანი
"მეფე" ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათო პოპიაშვილის გოგონა პატარაობიდანვე ულამაზესი იყო. ამბობენ, რომ ნანას მამის ნაკვთები და დედის იერი აქვს.

გოგონა უკვე აბიტურიენტია და ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტს შორის არჩევანის გაკეთებას ცდილობს.

ნანამ კარიერასა და ოჯახზე ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა.

მისი თქმით, ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

„ფიზიკურად არ მახსოვს ირაკლი, მაგრამ მისი მენტალური სურათი ბავშვობიდან მაქვს თავში.

მასთან ისეთი მოგონებები არ მაკავშირებს, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ მამებთან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ვთვლი, რომ

ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს", - აღნიშნავს ნანა ჩარკვიანი.



წლების წინ ნანას ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, რას ეტყოდა იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს და პირადად არ იცნობს.

გოგონამ განაცხადა: „იყავით ბედნიერები, გაერთეთ, ისწავლეთ, წაიკითხეთ წიგნები და ეცადეთ, ყველა გიყვარდეთ“.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93