წლების წინ, მთელი უკრაინა პატარა ბლოგერების სიყვარულზე ლაპარაკობდა. ზოგი კიცხავდა მშობლებს, ზოგიც კი მომხრე იყო მათი ერთად ყოფნის. 8 წლის უკრაინელი ბლოგერის მილანასა და 13 წლის ფაშას ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. წყვილი ერთად სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ბავშვები ვიდეოებსა და სახალისო სურათებს იღებდნენ, ერთ დღეს კი სახლში გამოაცხადეს, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ და სურდათ, საერთო სახლში მშობლების გარეშე ეცხოვრათ.
პატარა ბავშვების სიყვარულს სრულიად უკრაინა გამოეხაურა, ხალხს არ სჯეროდა, რომ მშობლები ამ ამბავს მშვიდად ხვდებოდნენ და კიდევ უფრო დიდი აურზაური იმან გამოიწვია, რომ მილანას და ფაშას მშობლებმა ბავშვებს ერთად ცხოვრების ნება დართეს. შოკისმომგვრელ ამბავზე მედია დიდხანს ლაპარაკობდა.
"თავიდან ვერთობოდით, საერთო სურათებსა და ვიდეოებს ვიღებდით, შემდეგ ერთად ყოფნა მოგვეწონა" - თქვა 8 წლის მილანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ერთად ცხოვრება ბლოგერებს არ გართულებიათ, მათ სოციალური ქსელებიდან შემოსავალი ჰქონდათ და ოჯახის დახმარება აღარ სჭირდებოდანთ. ამ ამბის უკან კიდევ ერთი დიდი ტყუილი იმალებოდა. სინამდვილეში, მილანასა და ფაშას სიყვარული პირველი არ ყოფილა. 8 წლის გოგო ხშირად უყურებდა რუსი ბლოგერების კრისტისა და დანიას ვიდეოებს.
კრისტი და დანია 15 წლის შეყვარებული ბავშვები იყვნენ, რომლებმაც სკოლაში თავიანთი სიყვარულის ამბავი გააჟღერეს და საერთო ვიდეოებისა და სურათების გადაღება დაიწყეს. როგორც ჩანს, ფაშასა და მილანას კრისტის ამბავი მოეწონათ და მსგავსი პოპულარობის მოპოვება მოუნდათ.
კრისტი და დანია წლები პოპულარობას არ კარგავდნენ, არასრულწლოვანები იყვნენ, მაგრამ ცოლ-ქმარივით ატარებნენ დროს. მათზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, ამბობდნენ, რომ კრისტი დანიას და იყო, რადგან ორივე ერთ გვარს ატარებდა. სინამდვილეში, კი ეს გვარი ფსევდონიმი იყო, რომელიც წყვილმა შეყვარებულობის გამო გამოიგონა.
ასევე ამბობდნენ, რომ მათი რომანი მთლიანად თამაშზე იყო დაფუძნებული და წყვილი ამას პოპულარობის გამო აკეთებდა. ჭორებს ამყარებდა ისიც, რომ ბავშვები ვიდეოებში არასდროს კოცნიდნენ ერთმანეთს, მაგრამ 15 წლის ბლოგერებისგან ამის მოთხოვნა ცოტა არარელაური იყო.
კრისტი და დანია ერთმანეთს 2006 წელს შეხვდენენ, მაშინ ბავშვები 10 წლისებიც არ იქნებოდნენ. ბლოგერები მეგობრობდნენ, ერთად დადიოდნენ სკოლაში და რამდენიმე წელში მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ ყოფნა არ უნდოდათ.
ფაშასა და მილანასგან განსხვავებით, დანია და კრისტი ერთად არ ცხოვროდნენ, თუმცა წყვილის მშობლები მათი რომანტიკული ფოტოებისა და ერთად მოგზაურობის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, უფრო მეტიც რამდენიმე წელში კრისტი დანიას კლასში გადაიყვანეს და წყვილი უფრო დაახლოვდა. მათ ვიდეოებს, სასიყვარულო წერილებსა და რომანტიულ ცეკვებს მილიონობით ნახვა ჰქონდა და სულ მალე, ბავშვებით ტელევიზიებიც დაინტერესდნენ. კრისტი და დანია ცნობილები გახდნენ. დროდადრო ბავშვები სერიალების ეპიზოდურ როლებშიც ჩნდებოდნენ და ერთად რამდენიმე სასიყვარულო სიმღერაც ჩაწერეს.
ერთ დღეს, გავრცელდა ინფორმაცია რომ 15 წლის კრისტი და 16 წლის დანია დაქორწინდნენ. რა თქმა უნდა, ეს ჭორი იყო, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ წყვილზე მთელი ქვეყანა ალაპარაკებულიყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტი ჭორი ვრცელდებოდა იმაზე რომ წყვილის ვარდისფერი ცხოვრება მთავრდებოდა და 2016 წელს კრისტი დ დანია მართლაც დაშორდნენ.
"ჩვენ ერთად 10 წელზე მეტი ვიყავით, უამრავი მოგონება, ბედნიერი მომენტი და ფოტოსურათები გვაქვს. ეს ყველაფერი საუკეთესო პერიოდს გამახსენებს მომავალში"- აღნიშნა კრისტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხშირად ესეც ხდება, როდესაც ადამიანი იზრდება ურთიერთობაში სიყვარული უფასურდება და ყველაფერი ფუჭდება. დაშორების შემდეგ, წყვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მოსიყარულე დუეტი უბრალოდ დაიშალა. რამდენიმე წლის შემდეგ, დანიამ ვიდეოში ახსენა რომ მათი ურთიერთობა პირადი სივრცის არქონის გამო დამთავრდა.
"ჩვენ 24 საათი ერთად ვიყავით, სკოლა, ფოტოსესიები, მეგობრები. ერთად ყოფნიდან 2-3 წელში წვრილმანებზე ჩხუბი დავიწყეთ და ბავშვობა დავკარგეთ" - თქვა დანიამ ვიდეოში.
ამ ამბის შემდეგ 5 წელი გავიდა, როგორც ჩანს, წყვილის გზები ცხოვრებაში არ გადაკვეთილა და არც ახლა იკვეთება. ისინი ერთად არსად ჩანან და პოპულარულებიც აღარ არიან, ახლა კრისტიც და დანიაც ჩვეულებრივ სტუდენტებად ითვლებიან, რომლებიც ერთ დროს, პოპულარულები იყვნენ, დაქორწინებას აპირებდნენ და დიდი ბედნიერი მომავალი უნდა ჰქონოდათ.
ახლა დანია მოსკოვში პედაგოგიურ უნივერსიტეტში ისტორიულ ფაკულტეტზე სწავლობს, კრისტინი წელს აბარებს უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ არ იცის, რომელ ფაკულტეტს აირჩევს. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ორივემ ახალი სიყვარული იპოვა. დანიას ახალ შეყვარებულს ვიკა ჰქვია. ვიკა ბიჭის ცხოვრებაში დაშორებიდან მალევე გამოჩნდა და დანიას ვიდეოებში ხშირად ჩნდება, ისინი ჯერ დაქორწინებას არ აპირებენ.
კრისტინა შეყვარებულთან ერთად ხშირად მოგზაურობს, მის პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა ფაქტია, გოგოც და ბიჭიც კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით და თავს ბედნიერად გრძნობენ.
წყარო: www.woman.ru