ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ ნატალიას მამამ, გიორგი ყიფშიძემ მესამედ იქორწინა 20 წლით უმცროს ქალზე. ამ ფაქტის გასაჯაროებას ხალხის მხრიდან დიდი გამოხმაურება და მრავალფეროვანი შეფასებები მოჰყვა. ნატალია პატარა ძმასთან, კოსმოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს კი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აქვეყნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატალია სულ რაღაც 20 წლისაა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ კითხვები მუდმივად ისმის. გასულ წელს ნატალია ყიფშიძემ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და ამით კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. როგორც ცნობილი გახდა, მისი რჩეული გიორგი მდივანი იყო, რომელიც ნატალიამ ოჯახსაც გააცნო, თუმცა ეს ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა.
რამდენიმე დღის წინ ნატალია ყიფშიძემ საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „სამყარო, სადაც ვარდები ყვავიან“. როგორც ჩანს, ის კვლავ შეყვარებულია და მისი რჩეული სანდრო ალანიაა. სანდრო პროფესიით კინორეჟისორია და ეს მის „ინსტაგრამგვერდსაც" ეტყობა. ის საინტერესო კადრებსა თუ განსხვავებულ ვიდეოებს საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამის მიუხედავად, წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>