კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩას, და ლელა წურწუმიას თინეიჯერი ქალიშვილი მარიკო, მშობლებისგან გამომდინარე, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მამულიჩა და ლელა ხშირად აქვეყნებენ გოგონას ფოტო თუ ვიდეოკადრებს.
ამჯერად მამულიჩამ მარიამის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გოგონა მამის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს იჩენს. "არ ვეშვები, არა", - ამბობს მამის მისამართით. როგორც ჩანს, მარიკოს და მამულიჩას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ.
გოგონამ ასევე გამოაქვეყნა ახალი ტატუს კადრები. როგორც ჩანს, მარიკომ ზოდიაქოს ნიშნის დახატვა გადაწყვიტა.
"ახალი პატარა", - დაწერა მან ვიდეოზე.
გოგონას ადრე ძალიან ამსგავსებდნენ მამას, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი ამბობს, გოგონა მომღერალ დედას უფრო მეტად დაემსგავსა, განსაკუთრებით კი - თვალებით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>