რამდენიმე დღეა გვანცა ჩიქოვანის „ბოლო ზარზე“ გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში პოპულარულია. გოგონა სენაკიდან არის, წელს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია დაამთავრა. მართალია, გვანცა ჩიქოვანი ყურადღების ცენტრში გარეგნობის გამო მოექცა, მაგრამ გოგონა ძალიან კარგად სწავლობს, ჭკვიანია და ოთხი წლის წინ, პირველი ცხოვრებისეული წარმატებაც ჰქონდა.
გვანცა ჩიქოვანი:
- 20 მაისს მქონდა ბოლო ზარი და მოულოდნელი იყო ჩემთვის ის გამოხმაურება, რაც ჩემს ფოტოებს მოჰყვა. ჩვენ სკოლა-გიმნაზიის პირველი გამოშვება ვართ. მიყვარს სწავლა და 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ჩემს ოთხ თანაკლასელთან ერთად გავიმარჯვე და "ნასაში" გავემგზავრეთ. ჩვენი მენტორები იყვნენ დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია, მათი დახმარებით შევქმენით პროექტი და გავიმარჯვეთ. "ნასაში" ერთი კვირა ვიყავით, ყოველდღიურად გვიტარდებოდა მასტერკლასები.
პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას სმს-ის სახით აწვდის დარეგისტრირებულ მოსახლეობას. მაშინ მერვე კლასში ვიყავი და ძალიან საინტერესოდ მახსენდება ეს პერიოდი.
- გვანცა, აბიტურიენტი ხარ და წელს უნივერსისტეტში უნდა ჩააბარო, შერჩეული თუ გაქვს პროფესია?
- დიახ, ბიზნეს-ადმინისტრირებაზე მინდა ჩავაბარო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მომავალში რა საქმიანობას ავირჩევ. არ მიყვარს წინასწარ გეგმების დალაგება. ჩვენ ოჯახური ბიზნესი გვაქვს, სტომატოლოგიური კლინიკა, დედა ექიმია და ჩემი უფროსი და, რომელიც 25 წლის არის, მასთან მუშაობს. მამა ამ ეტაპზე უმუშევარია, მაგრამ კლინიკას გარდა სოფელ მუხურში გვაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო „დადია“. ძალიან ლამაზი სოფელია მუხური.
იხილეთ სრულად