საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე საინტერესო და ამავე დროს, შემზარავი შემთხვევის შესახებ წერს:
“ჩემი ექსკოლეგის კლინიკური შემთხვევაა, მამამ "დამართა" შვილს!
მოკლედ, თინეიჯერი გოგო ზის თავის ოთახში, მხარსა და ყურს შორის აქვს მოქცეული ტელეფონი, ექაქანება მეგობარს და თან იოგურტს მიირთმევს, მამა რომ შეუვარდა და დაჰყვირა, მე ვიხდი აქ გადასახადს! დამფრთხალ ბავშვს პირში ჩადებული რკინის კოვზი გადასცდა. გააქანეს ოერელთან, ვერ ამოიღეს იქ, უფრო ქვემოთ გადაინაცვლა. საბოლოოდ ოპერაცია დასჭირდა. ამით არ დასრულებულა ამ გოგონას გასაჭირი, მყარი საკვების ფობია ქონდა ორნახევარი წლის განმავლობაში!“ - წერს ლობჟანიძე.