ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ ნატალიას მამამ, გიორგი ყიფშიძემ მესამედ იქორწინა 20 წლით უმცროს ქალზე. ამ ფაქტის გასაჯაროებას ხალხის მხრიდან დიდი გამოხმაურება და მრავალფეროვანი შეფასებები მოჰყვა. ნატალია პატარა ძმასთან, კოსმოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს კი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად კი ნატალია ყიფშიძე საცურაო კოსტუმში პოზირებს და გამომწერების მხრიდან უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: „რა გოგო ხარ?!“, „საოცარ ფორმაში ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
განსაკუთრებული ინტერესის საგანია მისი პირადი ცხოვრებაც. როგორც ცნობილია, ნატალია შეყვარებულია და მისი რჩეული სანდრო ალანიაა. სანდრო პროფესიით კინორეჟისორია და საინტერესო კადრებსა თუ განსხვავებულ ვიდეოებს საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამის მიუხედავად, წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.