ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ნანიკო ხაზარაძის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მას წლები ვერაფერს აკლებს და მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი შვილი ლილუ ნუცუბიძე უკვე 18 წლისაა - „18-ის ხდება დღეს, საჩუქარი აქეთ მაჩუქა. 12 საათამდე მუშაობს“ - წერს ნანიკო ხაზარაძე.
სულ ცოტა ხნის წინ ნანიკომ გამომწერებს სასიხარულო სიახლეც გაუზიარა და დაწერა, რომ ლილუ სტუდენტი გახდა: „ჩააბარა“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა მან შვილის ფოტო და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღო.
ლილუ ნუცუბიძე ნანიკო ხაზარაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ხოლო რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანმა ლევან მათითაშვილზე იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ურთიერთობას არ მალავს და საერთო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს, ისინი საჯაროდ პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ.