ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპორტსმენთან აწყვილებდნენ, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ტაისიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, რადგან პოპულარული დედის „ინსტაგრამსთორებში“ ხშირად ჩნდება. ქრისტინე და ტაისია საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებენ გამომწერებს.
ბოლოს გამოქვეყნებულ „სთორებში“ კი ქრისტინე გამომწერებს მიმართავს. „ნორმალურია, როცა 14 წლის ბავშვი დედას არ ეკითხება, რამდენი საყურე უნდა გაიკეთოს ყურზე?“ - ამბობს მომღერალი.
როგორც ჩანს, ტაისია კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით და ახალი საყურეც ძალიან მოსწონს.