ჯასტინ ბიბერი კვალვ აგრძელებს კოსმეტიკური ბიზნესის გაფართოებას და კბილის ჯაგრისისა და ფრჩხილის ლაქის შემდეგ, ქალის პარფიუმის გამოშვებას იწყებს. სუნამოს "ერთხელ"(Someday) ჰქვია.
მისი თავსახური კი ზღაპრული ყვავილის გამოსახულებას მოგაგონებთ.
პარფიუმის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ სუნამო იდეალურია 14-18 წლის გოგონებისთვის.
როგორც ცოტა ხნის წინ, მილიონობით გოგონას კუმირმა, ბიბერმა აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორი სურნელი ასდის მის საყვარელ გოგონას და გადაწყვიტა იდეალური სუნის მისაგნებად თავად ეზრუნა.
ბიბერმა საკუთარი შეყვარებულის გარდა, ფანების უზარმაზარ არმიაზეც იზრუნა და სუნამოს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი დაადო- მისი შეძენა 35 -ი დოლარიდაა შესაძლებელი.
იხილეთ ფოტოგალერეა