"მშობლები გართობის მეთოდებს მიწუნებენ"

"მშობლები გართობის მეთოდებს მიწუნებენ"
რეპერი: "გამარჯობა. მინდა, დამეხმაროთ. ყველა ამბობს, რომ ძალიან კარგი მოზარდი, კარგად აღზრდილი და ჭკვიანი გოგო ვარ, მაგრამ დედ-მამას ვერაფრით მოვაწონე თავი. ისინი ყოველთვის მაკრიტიკებენ და ცდილობენ, სული გამიმწარონ. მშობლები გართობის მეთოდებს მიწუნებენ.

ამბობენ, რომ გამუდმებით კომპიუტერთან ჯდომა გამომაშტერებს, რომ ღამის კლუბებში სიარული გოგოსთვის არ შეიძლება, რომ იქ ათასი უბედურება ხდება და შეიძლება, ამით ცხოვრება დავიმახინჯო; არ მოსწონთ, რეპს რომ ვუსმენ. მეჩხუბებიან: ეს რა სიმღერაა? არ ჯობია, რომ კლასიკას ან ქართულ სიმღერებს უსმინოო? პატარაობიდანვე მატარებენ ქართულ
ცეკვებზე, მაგრამ რა ვქნა, თუ რეპი უფრო მეტად მიყვარს? შეიძლება მომავალში გემოვნება რადიკალურად შემეცვალოს, მაგრამ ამ წუთას იმას ვუსმენ, რაც მევასება. არ მესმის, მშობლების ხათრით ან ნაძალადევად რაღაც რატომ უნდა გავაკეთო?

ჩემს მშობლებს არც ჩემი ჩაცმულობა მოსწონთ. მეუბნებიან, რომ ძალიან ცუდად მაცვია, რომ ჩემი სტილის გამო ბიჭები, როგორც გოგოს, არასდროს შემომხედავენ. ამით უნდათ, "ამაგდონ", მაგრამ ვერ მივართვი: უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. მეუბნებიან: 24 საათი კომპიუტერთან ჯდომას ის ჯობია, ბავშვური თამაშებით გაერთოო. რა, 16 წლის გოგომ მაინცდამაინც "რეზინობანა" ან "ლახტი" უნდა ვითამაშო, მშობლებს ჩემი საქციელი რომ მოეწონოთ?

დედა ხშირად მეუბნება: შენს ასაკში ჩემთვის სულ სხვა რაღაცები იყო ღირებული და საინტერესოა, შენ ვის ჰგავხარო. კაცო, მაშინ არც კომპიუტერი ჰქონდათ, არც შუქი, არც - გაზი და ამიტომაც იყო, რომ სხვადასხვა გასართობ საშუალებას ეძებდნენ, მთელი დღე ქუჩაში იდგნენ და ხტუნაობდნენ. დედა ახლაც ინახავს მარკებსა და საღეჭი რეზინის "ნაკლეიკებს". ამბობს, დრო მოვა და ამ ფურცლებს ფასი დაედებაო. მგონი, იმ დროში ჩარჩა და ვერ ხვდება, რომ დღეს ასეთი რაღაცები არავის აინტერესებს.

რა ვქნა, მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლები გავახარო, ეზოში ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს ვერ დავიწყებ; ასე რომ მოვიქცე, ვიღაცას გიჟი ვეგონები და დამცინებენ კიდეც. მირჩიეთ, როგორ მივახვედრო მშობლები, რომ ძველი დრო წარსულს ჩაბარდა, რომ თანამედროვე მოზარდს სულ სხვა გატაცებები აქვს, ვიდრე წლების წინ ჰქონდათ?..

ერთხელ კლუბში წასულს დედ-მამამ მომაკითხა და მათ შინ რომ არ გავყევი, შესასვლელთან დიდხანს იდგნენ. მერე დაცვამ ორივე შემოუშვა. ისხდნენ, ახალგაზრდებს გვიყურებდნენ. მართალია, მიხვდნენ, რომ არაფერს ვაშავებდით და რომ მე და ჩემი მეგობრები ცუდი რაღაცების გამკეთებლები არ ვიყავით, მაგრამ მაინც არ მოეწონათ რაღაც. ალბათ, ჩვენი ცეკვა, ხუმრობები დაიწუნეს... მე კი იმდროინდელ ამბებს რომ მიყვებიან, სწორედ მაშინ მეცინება, ისინი ხომ რაღაც უაზრობებით პონტაობდნენ..."

ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 23 /
უცნობი :))
იყავი ისეთი როგორიც ხარ :)) მეც თითქმის მაგ დღეში ვარ...... მეც ვეწინააღმდეგები მშობლებს მაგრამ ხშირად ვცდილობ მათი აზრის გათვალისწინებას :)) მაგრამ ამაოდ მაინც მაკრიტიკებენ :)) ხშირად ვეკითხები მათ აზრს : როგორი გინდათ რო ვიყოთქო ? და ვცდილობ ისე მოვიქცე როგორც მათ უნდათ :))..... მაგრამ ხშირად არ გამომდის .. მეც მაქვს ნერვები. იდეალური არავინ არის ხშირად ვეუბნები მათ რო მეთქი ჩემს ასაკში უარესბეს ჩადიოდნენ კიდეცთკო 90იანებში.. მაგრამ უარყოფენ ჩემს აზრს )) მართალია რო კლუბებში ვეჩნად სიარული არაარის კარგი .... მაგრამ ყველა ერთნაირი არაა ყველა ადამიანი ინდივიდია. ერთი სიტყვით იარე ტაძარში ცხოვრებას შეხედე ლამაზად ჰკიტხე მამაოს აზრი და აევე მშობლებსაც და გაითვალისწინე მათი აზრი და შეხედულებები :)) მოვა დრო და მშობლები გაგიგებენ )) და ყველაფერი კარგად იქნება
17:07 / 10-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
არ დაგავიწყდეს ჩვენ ადამიანები ერთხელ ვცხოოვრობთ მხოლოდ ამიტომ აკეთე ის რაც გსურს იმიტომ რომ შეიძლება ხვალ აგარც იყო ცოცხლი :)
00:26 / 09-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93