მეგობრის შვილმა ბრილიანტის საყურე მომპარა

მეგობრის შვილმა ბრილიანტის საყურე მომპარა
ე და დარინა ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ჩვენი შვილებიც ძალიან დაახლოვდნენ. ჩემი თამთა 15 წლისაა, დარინას ლელიკო - 13-ის. ჩვენთან ხშირად მოდის და ბავშვები ახლო მეგობრები არიან.

ლელიკოსთვის არასოდეს შემიმჩნევია ცუდი საქციელი, ისე ვენდობოდი, როგორც საკუთარ შვილს, მაგრამ ერთი თვეა, რაც ეჭვებში ვცხოვრობ და ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია.

ერთხელ აბაზანაში სარკესთან ბრილიანტის საყურე დამრჩა. ბავშვები სახლში დავტოვე და მე სამსახურში წავედი. უკან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ საყურე ვიღაცას აეღო. ვიფიქრე, რომ თამთამ შეინახა და არც მინერვიულია.

ჩემი შვილი შინ გვიან დაბრუნდა, სკოლის შემდეგ რეპეტიტორთან მიდის და ძალიან დაკავებულია. როდესაც საყურის შესახებ ვკითხე, გაგიჟდა, შენი წასვლის შემდეგ აბაზანაში არც შევსულვარ, ლელიკო იყო შესული, მაგრამ არ მგონია, მოეპარაო. ბავშვი იმდენად შეწუხდა, რომ აქეთ ვაწყნარებდი, თუმცა საკუთარ შვილზე უფრო გამიჩნდა ეჭვი, ვიდრე ლელიკოზე.

ერთი კვირა ვფიქრობდი დაკარგულ ნივთზე და ზუსტად ჩემნაირად განიცდიდა თამთაც. ერთ დღეს დარინა მესტუმრა, მითხრა, ლელიკომ ამატირა, ისეთი სიურპრიზი მომიწყოო. მაშინვე დავინტერესდი და მომიყვა, როგორ აჩუქა 200-ლარიანი სუნამო, რომლის ფულსაც თურმე ერთი წელი აგროვებდა.

არაფერი მითქვამს, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემი ბრილიანტის საყურე იმ 13 წლის გოგოს მოპარულია. ჩემს ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მას შემდეგ ბავშვმა ჩვენი ოჯახიდან ფეხი ამოიკვეთა, აღარ მოდის. რამდენიმეჯერ თამთას დავარეკინე და მოუცლელობა მოიმიზეზა. ლამის გავგიჟდე, არადა, როგორ დავამტკიცო, რომ საყურე მისი მოპარულია.


ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 32 /
ანა
მეც მასეთ მდგომარეობაში ვარ ერთმა ადამიანმა არ მსურს დავასახელო ჩემტვის საყვარელი ნივტი მომპარა . მეც თქვენნაირ მდგომარეობაში ვარ ვერ ვამტკიცებ რომ მან აიღო ეს ნივთი მაგრამ თქვენგან განსხვავებით ის ჩემი თანატოლია და ვერც ვკადრულობ იმას რომ პირში ვუთხრა იმიტომ რომ დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს და კარგი იქნებოდა ჩემტვისაც ვინმეს რამე ერჩია რადგან ამ ფაქტს ოჯახში ვერ ვამბობ.
13:29 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
თქვენ მეგობარს უთხარით თავისი შვილი მოვიდეს და უთხარით სად იყიდა ეგ დუხი მეც მინდაო მერე მიდით იმ მაღაზიაში და უთხარით ამან და ამან ესეთი საყურე ხომ არ მოუტანიათო.
23:36 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93