"როგორ მოვხიბლო მამრობითი სქესის წარმომადგენლები?"

"როგორ მოვხიბლო მამრობითი სქესის წარმომადგენლები?"
შვლის ნუკრი: "ალბათ, ჩემი ნიკის წაკითხვისას გაგეცინებათ, მაგრამ რა ვქნა, თუ ახლობლები სწორედ ამ ლამაზ ცხოველს მადარებენ და მეუბნებიან: შვლის ნუკრივით ლამაზი თვალები გაქვსო?!
იმასაც მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, ჭკვიანიც, მაგრამ 18 წლის გოგო გახლავართ და შეყვარებული არასდროს მყოლია. ჰოდა, გეკითხებით: თუ ასეთი ლამაზი და მშვენიერი ვარ, ბიჭებს რატომ არ ვუყვარდები? თქვენი აზრით, ახლობლები მატყუებენ და სინამდვილეში მახინჯი ვარ?..

ერთი ბიჭი მომწონს, მაგრამ ვერ ვეუბნები, მასზე რასაც ვფიქრობ. ის ჩემთან ძმაკაცობს, ხშირად მეუბნება თბილ სიტყვებს,
მაგრამ როგორც ქალს, ნამდვილად არ მიყურებს. შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ ბევრს "ეჩალიჩება". როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა, მას ჩემს გრძნობებში გამოვუტყდე ან სულაც, მირჩიეთ, როგორ მოვხიბლო მამრობითი სქესის წარმომადგენლები? რჩევისთვის წინასწარ გიხდით მადლობას".


ჟურნალი "გზა"  (გამოდის ხუთშაბათობით)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 40 /
.
მისმინე აუცილებლად უნდა უთხრა , არცერთი ნორმალური ბიჭი გულგრილად არ მოეკიდება ამ გრძნობას , რაც არ უნდა იყოს უნდა გარისკო იქნებ მასაც უყვარხსრ :)
19:43 / 04-11-2018
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე გირჩევდი რომ შენც ცოტა მსუბუქად აეჭვიანო ოგონდ იმდენად არა რომ იმედი დაკარგოს თუ მას შეატყობ რომ ეჭვიანობს ესეიგი მასაც უყვარხარ ... შეგიდზლია ცოტა ხანს არც ნახო და თუ მოგენატრება დარწმუნდები რომ გიყვარს და თუ არ მოგენატრება ესეიგი მისთვის წვალება არ გირს :* :* :* ...
21:25 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93