შვლის ნუკრი: "ალბათ, ჩემი ნიკის წაკითხვისას გაგეცინებათ, მაგრამ რა ვქნა, თუ ახლობლები სწორედ ამ ლამაზ ცხოველს მადარებენ და მეუბნებიან: შვლის ნუკრივით ლამაზი თვალები გაქვსო?!
იმასაც მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, ჭკვიანიც, მაგრამ 18 წლის გოგო გახლავართ და შეყვარებული არასდროს მყოლია. ჰოდა, გეკითხებით: თუ ასეთი ლამაზი და მშვენიერი ვარ, ბიჭებს რატომ არ ვუყვარდები? თქვენი აზრით, ახლობლები მატყუებენ და სინამდვილეში მახინჯი ვარ?..
ერთი ბიჭი მომწონს, მაგრამ ვერ ვეუბნები, მასზე რასაც ვფიქრობ. ის ჩემთან ძმაკაცობს, ხშირად მეუბნება თბილ სიტყვებს, მაგრამ როგორც ქალს, ნამდვილად არ მიყურებს. შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ ბევრს "ეჩალიჩება". როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა, მას ჩემს გრძნობებში გამოვუტყდე ან სულაც, მირჩიეთ, როგორ მოვხიბლო მამრობითი სქესის წარმომადგენლები? რჩევისთვის წინასწარ გიხდით მადლობას".
ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)