თინეიჯერები და უფასო Wi-Fi

თინეიჯერები და უფასო Wi-Fi
ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღია კაფეების სეზონი მოვიდა. საღამოს თავისუფალი მაგიდის პოვნა თითქმის შეუძლებელია - ყველა მათგანი თინეიჯერებით არის გადატვირთული. სოციალურ ქსელს მიჯაჭვული ახალგაზრდები უღებენ ერთმანეთს ფოტოებს, self-shooting-ითაც არიან გართულები და ეს ყველაფერი უნდათ, რომ სოციალურ ქსელში ატვირთონ ან უბრალოდ მეგობარს გაუზიარონ.

ამისთვის კი აუცილებელია სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი. მართალია, თითქმის ყველა კაფეს თავისი wi-fi აქვს, მაგრამ მისით სარგებლობა, თუ გარეთ ზიხარ, შეუძლებელია.

კომპანია "სილქნეტმა" 2012 წელს გადაწყვიტა, თბილისში შეექმნა Wi-Fi ზონები, რომლითაც მოსახლეობა
უფასოდ ისარგებლებდა. პირველი Wi-Fi Hotspot კომპანიამ მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე აამოქმედა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით თინეიჯერებში.

დაფარვის სხვა ზონების ასარჩევად კომპანიამ Wi-Fi Hotspot-ის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებთან, თინეიჯერებთან გასაუბრება გადაწყვიტა:

-რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით?


- ჩემი ცხოვრების რეჟიმი სოციალური ქსელის გარეშე წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გადატვირთულია ჩემი დღის გრაფიკი, ყოველთვის ვპოულობ დროს ჩემი სტატუსის გასაახლებლად, ფოტოს ასატვირთად ან უბრალოდ სიახლეებისთვის თვალის გადასავლებლად.

-გაქვს თუ არა საშუალება ქუჩაშიც ადევნო თვალი სოციალურ ქსელს და არ ჩამორჩე სიახლეებს?


- შეიძლება მოვხვდე ისეთ ადგილას, სადაც უფასო ინტერნეტია და გადავხედო სოციალურ ქსელს, მაგრამ ვერასდროს ვახერხებ ფოტოს ატვირთვას, ან ჩამოტვირთვას. თან გამოცდების პერიოდი მაქვს და გარეთ ყოფნის დროსაც ხშირად მიწევს ინეტრნეტით სარგებლობა. ვცდილობ, გამოცდაზე შესვლამდე გადავხედო ჩემთვის საჭირო ინფორმაციას, მაგრამ ინტერნეტის გარეშე ვერ ვახერხებ. თუ გამიმართლა და სადმე Wi-Fi ზონა აღმოვაჩინე იმდენად ნელია, რომ ვერაფრის ნახვას ვასწრებ.

-ძირითადად სად დადიხართ თავისუფალ დროს, ან შენი ნება რომ იყოს, რომელ ადგილს აირჩევდი სწრაფი ინტერნეტის ზონად?


-დილაობით კუს ტბაზე ვვარჯიშობ,ძალიან მიყვარს იქ ყოფნა, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ იქვე ვისვენებ. ძალიან გამეხარდა, როცა კუს ტბაზე ინტერნეტი აღმოვაჩინე და მაქვს საშუალება, რომ ფოტოები ავტირთო,სიახლეებს გადავავლო თვალი, გავიგო, სად არიან ჩემი მეგობრები და ა.შ. გამოცდების მერე ვაპირებ აუზზე სიარულს,სადაც მთელ დღეს გავატარებ. ეს კი ინტერნეტის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია. საღამოობით, მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ კაფეებში. თუ ამინდი ხელს გვიწყობს, ღია კაფეში ვსხდებით, სადაც მუდმივად ინტერნეტის პრობლემაა. ამაზე მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვწუწუნებთ.

***

"სილქნეტის" Wi-Fi Hotspot-ების დაფარვის ზონებია:

კუს ტბა

გრიბოედოვის თეატრი

ტაბიძის ქუჩა

ვერის ბაღი

ლეონიძის ბაღი

გუდიაშვილის მოედანი

სოფიკოს სკვერი

რუსთაველის გამზირი (ცისფერი გალერეა, იუსტიციის სამინისტრო, ოფიცერთა სახლი)

ჭავჭავაძის გამზირი (პიქსელი)

საცურაო აუზი "ნეპტუნი"

გეგეშიძის ბაღი

ტექნიკური უნივერსიტეტი მე–3, მე-4, მე-6 კორპუსები


R



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
Daiane
I love reading these articles because they're short but invarmotife.
22:09 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
დზაან მაგარია
15:33 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93