რამდენიმე ფაქტი მოზარდებში სექსის შესახებ - Marao

რამდენიმე ფაქტი მოზარდებში სექსის შესახებ

2013-07-13 15:00:36+04:00

გოგონების 40%-მა ქალწულობა საკუთარ ან მეგობარი ბიჭის სახლში (აგარაკზე) დაკარგა, ხოლო 15%-მა – მანქანაში.

ბიჭების 12%-ს პირველი ინტიმური კავშირი ბუნებაში ჰქონია, 18%-ს საერთო საცხოვრებელში, 30%-ს კი - მიტოვებულ ადგილებში.

სექსუალურად აქტიურ მოზარდებში 2,5-ჯერ მეტია კლასში ჩარჩენილი, მათ შორის მხოლოდ 10% აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო მწეველებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარულები მათში 3-ჯერ მეტია, ვიდრე თანატოლი-ქალწულებში.

15-16 წლის ამერიკელ ახალგაზრდებს შორის ჩატარდა გამოკითხვა: "რატომ დაკავდით სექსით"? თინეიჯერების 100%-მა უპასუხა: "იმიტომ, რომ ყველა ამით არის დაკავებული".

12 წლის (ანუ პატარა მოზარდებში) მხოლოდ 2,4%-ს ჰქონია რაიმე სახის სექსუალური გამოცდილება. ასაკთან ერთად, ეს ციფრიც იზრდება: ასე, 16 წლისებში სექსი აქვს ყოველ მესამეს, 18-19 წლის ასაკში კი ასეთი 71%-ია.

ფრანგ მოზარდებში კი 13-დან 17 წლის ასაკამდე მოზარდთა 83%-ს ერთხელ მაინც ჰქონია სექსი თავისი სქესის წარმომადგენელთან, ხოლო 5%-ს მოუსინჯავს ანალური სექსი.

ნამდვილი ინტიმური სიახლოვის სურვილის გამო პირველად სექსი ჰქონია გოგონების 3, ხოლო ბიჭების 32%-ს.

ყველაზე გავრცელებული სექსუალური მოშლილობა გოგონებში – ფსევდოფრიგიდულობაა, ორგაზმის მიღწევის უუნარობა. მიზეზი: პირველი წარუმატებელი სექსუალური კავშირი.

ხველასა და თავის ტკივილს სიფილისის სიმპტომებად მიიჩნევს მოზარდების 27%. 9% დარწმუნებულია, რომ ვენერიული დაავადების გადადება შესაძლებელია ჭურჭლით, ტუალეტის ქაღალდით, კოცნითა და პირსახოცით.