გაუმკლავდით საკუთარ კომპლექსებს

გაუმკლავდით საკუთარ კომპლექსებს
მოზარდებს ხშირად უვითარდებათ თვითშეფასების კომპლექსი. საქმე ის არის, რომ ზოგს გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ზოგს კი, პირიქით, ისე ტანჯავს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება, რომ წარმატებების მიღწევაში ხელს უშლის. რას განიცდიან მოზარდები ყველაზე ხშირად?

ისეთი არ ვარ, როგორიც ის

რატომ ვადარებთ თავს სხვა ადამიანებს და ყველაზე ხშირად არა - ჩვენ სასარგებლოდ? ყველაფერი ძალიან მარტივია. როცა ტესტოსტერონის დონე თითქმის ნულის ტოლია, ნაღველი გვეძალება და თავში ასეთი აზრი გაგვიელვებს: "მე რომ მასავით ლამაზი ვიყო..."

"ამდენი ფული მე არასოდეს
მექნება..." თუ ამგვარ ფიქრებს დროულად არ აღკვეთთ და ნათელ აზროვნებაზე არ გადაერთვებით, ნაღველი ვირუსის მსგავსად ღრმად შეაღწევს და თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა დაანგრევს.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, მამაკაცებს, ქალებისაგან განსხვავებით, სხვებთან თავის შედარება არ ახასიათებთ და, თუ შეადარებენ, როგორც წესი, თავიანთ სასარგებლოდ. ქალები კი ამ სენით ათიდან ცხრა შემთხვევაში იტანჯებიან.

თუ ჩვენი ბებიები სახლსა და ოჯახზე იყვნენ კონცენტრირებულნი და სხვებისათვის რაიმეს მტკიცებას არ ცდილობდნენ, თანამედროვე ქალი გარშემო მყოფთა თვალში ყველაფერში სრულყოფილი უნდა იყოს.

დეპრესია ასაკის გამო

თუ 18 წლისა ფიქრობთ, რომ ცხოვრება ბედნიერი გაჩერებების უწყვეტი მწკრივია, 20 წლის ასაკში ბევრს ნაღველი იპყრობს და განვლილი წლების შეჯამების სურვილი უჩნდება.

აი, 20 წლის გახდით. არც ბოიფრენდი გყავთ, არც საზღვარგარეთ ყოფილხართ, თქვენს მეგობარ-თანატოლებთან შედარებით კარგი სამუშაოს შოვნის პერსპექტივა ნაკლებია. ის კი არა, ჯერ მობილურიც არ შეგიძენიათ, რომ არაფერი ვთქვათ მანქანაზე. თუ ასე იმსჯელებთ, 25-30 წლის ასაკისთვის ფარული დეპრესიისას გარდამავალ კოშმარსა და საშინელებას უნდა ელოდოთ.

თუ სხვებთან თავის უსასრულო შედარება ცხოვრებას გიწამლავთ, ამჩნევთ, რომ განწყობა გაგიუარესდათ, ყოველი დილა ნაღველითა და წუხილით იწყება, გამოსასვლელ დღეებში არსად წასვლა არ გსურთ, საკუთარ არასრულყოფილებაზე ფიქრი კი ტვინს გიბურღავთ, დროა, ზომები მიიღოთ, თორემ დაკომპლექსებული და გაუწონასწორებელი გახდებით.

რჩევები:

შეაქეთ თავი

თუ შეძელით და აპატიეთ მათ, ვინც ოდესღაც გაწყენინათ, ეს მიღწევაა. თუ სამსახურში ანგარიში კარგად დაწერეთ, ეს შესანიშნავია. ყოველი წარმატებისთვის თავი შეიქეთ.

უარყოფითი აზრები  დადებითად გარდაქმენით

ისწავლეთ უარყოფითი აზრების დადებითად გარდაქმნა. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა "ჩემი მეგობარი ისეთი ენერგიულია, როგორც ატომური რეაქტორი, მე კი ინერტული და ენერგიაგამოცლილი ვარ", თავს უთხარით: "ჩემში დაუშრეტელი პოტენციალია.

აი, ის უკვე გამოვლინებასა და რეალიზებას იწყებს". თუ აზრებსაც ისე გაწვრთნით, როგორც სხეულს წვრთნით ფიტნესკლუბში, პირადი ცხოვრების გარდაქმნაში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

სხვათა მისწრაფებებს ნუ გაითავისებთ

თქვენი მიზანი ზუსტად განსაზღვრეთ. სხვების მისწრაფებებს საკუთარ ნაწილად ნუ აქცევთ, მაშინაც კი, თუ ისინი წარმატებას აღწევენ. შეიძლება თქვენი მეზობელი წარმატებული დიზაინერია, მას ამის ნიჭი აქვს. ფიქრობთ, რომ თქვენც შეგიძლიათ ისეთივე ცნობილი გახდეთ, თუ მოინდომებთ.

დაფიქრდით, საკუთარი შესაძლებლობები მშვიდად და გონივრულად შეაფასეთ. იქნებ თქვენ ორგანიზაციული ნიჭი გაქვთ? გაიხსენეთ, ამ უნარისთვის ყოველთვის როგორ გაქებდნენ.

გაეჯიბრეთ

თუ ხედავთ, რომ რომელიმე ადამიანი წარმატებას აღწევს, აუცილებლად გულით გაიხარეთ და ამით მსუბუქი, გამამხნევებელი მეტოქეობა განიცადეთ, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ავადმყოფურ შედარებაში არ აურიოთ.

კრიტერიუმი უბრალოა - გაჯიბრებისა და მეტოქეობის სურვილი ჯანსაღად ითვლება მანამ, სანამ ის თქვენში დადებით ემოციებს ბადებს და ენერგიის მოზღვავებას იწვევს.

არა თქვენ სასარგებლოდ

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უმრავლესობას ეთანხმებით, მაშასადამე, შედარების სინდრომის მსხვერპლი ხართ:
თქვენი მისამართით წარმოთქმულ კომპლიმენტებს უნდობლად ეკიდებით.

ყოფილ თანაკურსელებთან შეხვედრაზე არ მიდიხართ, კაფე-ბარები არ გიყვართ, კონფერენციაზე უხალისოდ მიდიხართ. შიშობთ, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ დგახართ.

სხვათა წარმატების ისტორიების მოსმენა თქვენში მათდამი მტრულ განწყობას ბადებს.
ახლო მეგობრების წრეშიც კი გეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის - ერთიც ვნახოთ და, არასწორი აღმოჩნდეს?

როცა სარკეში იცქირებით, მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავთ. თავს არასოდეს აქებთ.
გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ გიჭირთ, რომ თავს არ ენდობით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
მგრძნობიარე ეგოისტი
ზუსტია :/ საზიზღრად ვარ ხოლმე, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ვარ. ხასიათებიც მომწონს ჩემი. აი რაც შეეხება წარმატების მიღწევას (ზუსტად გუშინ გამეფიქრა ეს გოგოზე, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს და კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემზე გვიან დაიწყო და მაინც ჩემზე წინ არისთქო, თუმცა მერე თავი ვიმართლე მე ჩავარდნები მქონდა გაცდენების გამოთქო (საუბარი სპორტზეა) ) გარეგნობაზე ხო აღარ მაქვს საუბარი, ლამისაა გავგიჟდე, არადა არ ვგავარ ისეთ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს, ჩემში რომ ვტოვებ, საქმეც ალბათ ეგაა :/ ყველაზე ხშირად იმას ვამბობ, მე არასდროს ვიქნები მარტოთქო და რომ ვუკვირდები მაინც მარტო ვარ.. არამგონია ამ რჩევებმა ჩემს ფსიქოზს უშველოს :/
15:34 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რასტამანი
მე საშინელი კაი ხსიატზე ვარ ხოლმე დეპრესია მინდა (დამგრუზეთ ვინმემ:D პლ
12:21 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93