21-ე საუკუნის "სენი" – სოციალური ქსელები და ადამიანთა უმეტესობის მიერ იქ გატარებული დროის უდიდესი ნაწილი უკვე ძალიან თვალშისაცემია.
ის ფენომენი კი, გამოამზეურო "ფეისბუქზე" ან "ინსტაგრამზე" შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ასე წარმოაჩინო საკუთარი თავი – შემაშფოთებელი.
ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა გადაიღო სახუმარო ვიდეო, სადაც აღწერილია, თუ რა სიხშირით და რა დეტალებით დებენ თანამედროვე გოგონები სოციალურ ქსელებში ფოტოებს.