ოქროს შუალედი "კარგ" და "ცუდ" გოგონას შორის

ოქროს შუალედი "კარგ" და "ცუდ" გოგონას შორის
განურჩევლად ქვეყნის მოქალაქეობისა, რასისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ რწმენისა, ყველა ქალიშვილის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა მას "ცუდი ბიჭები" მოსწონს.
ეს, რა თქმა უნდა, ასაკთან არის დაკავშირებული. წლების მატებასთან ერთად ქალის გემოვნება იხვეწება, მისი შეხედულებები მკაფიოდ ყალიბდება, არკვევს რეალურად როგორ ადამიანთან უნდა ცხოვრება, ის რაც უწინ მიმზიდველად ეჩვენებოდა, უფასურდება და მამაკაცის შეფასების სრულიად ახალი კრიტერიუმები უჩნდება.

გასაკვირი არ არის, რომ მამაკაცებსაც მოსწონთ "ცუდი გოგონები", თუმცა ჩვენგან განსხვავებით ასაკის მატება არაფერს ცვლის მათ ცნობიერებაში.

თუ ქალებს "ცუდი" და
"კარგი" გოგონების კატეგორიებად დავყოფთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "კარგი" გოგოების სექსუალური რეპუტაცია ნაკლებად სახარბიელოა, წავაწყდებით ბუნებრივ ფაქტს, "კარგი გოგოს" კომპლექსს. ქალები ცდილობენ "ცუდი გოგოს" ამპლუას მოერგონ. ჩამოვაყალბოთ "ცუდი გოგონებისთვის" ეშხის მიმნიჭებელი თვისებები:

ა. ღიაა სიახლეებისთვის
სანამ "კარგი გოგონები" ქურასთან დგანან, მამაპაპურ სუფრას აწყობენ, რეცხავენ, ალაგებენ, საზოგადოებრივი დოგმებითა და სტერეოტიპებით ცხოვრობენ, ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს  "რას იტყვის ხალხი?!" და რაც მთავარია, ჯიუტად გაურბიან სექსს, "ცუდი გოგონები" საყვარელ მამაკაცს საჭმელს არათუ მაგიდიდან, არამედ საკუთარი სხეულიდან სთავაზობენ, მზად არიან სიახლეების მისაღებად, აქტიურები არიან, გრძნობენ შინაგან თავისუფლებას, არ ისრისებიან საზოგდოებრივი ზეწოლის ქვეშ, ცხოვრობენ ისე, როგორც თავად ეცხოვრებათ!

ბ. თავდაჯერებულია
"ცუდი გოგო" არავის ეკითხება, როგორ გამოიყურება, მისთვის საკმარისია, თავად ჩაიხედოს სარკეში. საუკეთესო შემფასებელია. მას არ ეშინია თავის წარმოჩენის, ხალხის მიერ მიკერებული "მარკებისა" და შეცდომების დაშვების. "კარგი გოგონები" ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, რაც მათ თვითრეალიზებაში უშლის ხელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაკლებად დგამენ მოგვიანებით სანანებელ ნაბიჯებს.

გ. სექსუალურია და ეს არ აშინებს (არც რცხვენია)!
"კარგი გოგო" საკუთარ თავს ცენზურას უწესებს ჩაცმაში, მისი სტილი კონსერვატული და თავშეკავებულია. თავს იმით იმშვიდებს, რომ ჭეშმარიტი სექსუალურობა დაფარული სხეულის ხილვისას ვლიდნება და არა ზედმეტი სიშიშვლით. "ცუდი გოგო" ხაზს უსვამს თავის ღირსებებს, მკერდს ღრმა დეკოლტეთი, ფეხებს  ძალიან მოკლე კაბით, საჯდომს  მოტმასნილი სამოსით და ა.შ.

დ. ინიციატორია
"ცუდი გოგო" არ ელოდება, როდის დაურეკავს საყვარელი მამაკაცი, თავად იღებს მობილურს და კრეფს მის ნომერს. იგი ყოველთვის აღწევს სასურველ მიზანს, რადგან ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახულია. "კარგ გოგოსაც" შეუძლია აისრულოს სურვილი, მაგრამ მას უფრო დიდხანს უწევს ლოდინი.

ე. მოულოდნელობებითაა სავსე

მამაკაცმა არასდროს იცის, რას მოიმოქმედებს "ცუდი გოგო", რადგან იგი მოქმედებს სპონტანურად, ჰყვება ვნებებს, ახორციელებს გიჟურ იდეებს, შეუძლია სადარბაზოში ჰქონდეს ინტიმი, მეტროში იცეკვოს სტირპტიზი, პარტნიორს მიაკითხოს სამსახურში და საქმიანი შეხვედრისას მასთან ორალურ სექსზეც კი არ თქვას უარი. როცა საყვარელი მამაკაცი მივლინებაშია, იგი ვიდეოთვალის წინ იხდის, უგზავნის მას შიშველ, გამომწვევ ფოტოებს და ხმოვან შეტყობინებებს. "კარგი გოგონას" ნაბიჯები ადვილი გამოსაცნობია, იგი საკუთარ თავში კლავს სურვილებს, დაკომპლექსებულია, თუმცა არ იმჩნევს, ლაღობას, მაგრამ სინამდვილეში ნაჭუჭშია ჩაკეტილი.

არცერთი - არც "კარგი" და არც ”ცუდი” გოგოს იდეალური ქალის მოდელი. მამაკაცის გულის დასაპყრობად და, რაც მთავარია, მისი ერთგულების შესანარჩუნებლად, საჭიროა ოქროს შუალედი დავიცვათ "კარგ" და "ცუდ" გოგონას შორის. ჩვენ, ქალებს შეგვიძლია მოვსპოთ მოსაზრება თითქოს, ამ ორიდან რომელიმე უფრო მეტად სასურველია. შევუთავსოთ ისინი ერთმანეთს საკუთარ თავში და ვიქცეთ ქალბატონებად, რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს!

თათული ღვინიანიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
სალი
რა ბოდვაა. ისე გამოდის, რომ გოგო, რომელიც გარყვნილია კაი ტიპია. სულ ეგაა მისი "შარმის" საიდუმლო? :დ
13:49 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93