1. ნუ ინერვიულებთ დაგვიანებებზე.
ეცადეთ, ყველგან დროულად მიხვიდეთ, მაგრამ თუ აგვიანებთ, მიიღეთ, როგორც საჭიროება. თქვენ ხომ ვეღარ შეცვლით ვერაფერს.
2. გააშენეთ ბაღი, მოუარეთ ნარგავებს და აიღეთ მოსავალი.
მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს; გამოიყენეთ მეტი ზეითუნის, ქოქოსის და სხვა მცენარეული ზეთები; მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს.
3. არასოდეს დანებდეთ, იყავით მიზანსწრაფული.
მოძებნეთ თქვენი მისწრაფება და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე! იაპონიის კუნძულ ოკინავაზე არსებობს საზოგადოება, სადაც ბევრი ადამიანი იმისათვის, რომ 100 წელი იცოცხლოს, გარკვეულ წესებს იცავს. მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ყოველ მათგანს შეუძლია დაგისახელოთ მიზეზი, რისთვის იღვიძებს ყოველ დილით. თქვენ შეგიძლიათ ამ მიზეზის დასახელება?
კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ, თქვენ გაქვთ ცხოვრების აზრი – თქვენ 10 წლამდე ასაკი გაქვთ პლუსში.
4. წამლის მაგივრად აღმოაჩინეთ თქვენი პლაცებო
მაგალითად, მიიღეთ ყოველ დილით თითო სუფრის კოვზი თაფლი. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ეს "წამალია" და გამოიყენეთ ის სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის. ასევე, რეგულარულად მიიღეთ სხვადასხვა სასარგებლო ბალახის ჩაი, რაც აუცილებლად გააკაჟებს თქვენს ორგანიზმს და ბევრ წელს შეგმატებთ.
5. გასეირნება – საუკეთესო მკურნალია
რაც მეტ აღმართსა და დაღმართს გაივლით დღის განმავლობაში, მით უკეთესია. ეს ხომ ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში? სუფთა ჰაერი, ყვავილების არომატი, მთების დალაშქვრა, ან უბრალოდ, პარკში გასეირნება – საუკეთესოა იმისათვის, რომ დარჩეთ ფორმაში და დიდხანს იცოცხლოთ.
6. იყავით საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი
მოძებნეთ თქვენი გარემოცვა მარტოობის შესამსუბუქებლად, იგრძენით თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად. ეს შეგრძნება საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკს და სოცოცხლეს 10 წლამდე ზრდის. აბა, დაუკვირდით, გვერდში მყოფთან ერთად ხომ უფრო მარტივია მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება, სპორტით დაკავება და აქტიური ცხოვრება?
7. ეძებეთ ადგილები, რომლებიც სულიერებით არის გაჯერებული
კვლევებმა დაადასტურა, რომ სულიერ გარემოში ყოფნა 14 წლამდე ზრდის სიცოცხლეს და აუცილებელი არ არის, რომ ეს ტაძარი იყოს. უბრალოდ, შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები სუფთა აზრებით, კეთილი გულითა და ამაღლებული სულით.
8. ეძიეთ ადამიანები, რომლებიც იცავენ ზემოჩამოთვლილ წესებს
რაც უფრო მეტი ისეთი ადამიანი გეყოლებათ გვერდით, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან, მით მეტად მოისურვებთ თავად, რომ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. იყავით სხვისგან შთაგონებული და შთააგონეთ თავად და იცოცხლეთ დიდხანს, დიდხანს...
ასევე იხილეთ:
უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი!
იაპონური დღეგრძელობის ფორმულა