გინდა გაიღვიძო ბედნიერმა? - სცადე და 2 კვირის განმავლობაში…

გინდა გაიღვიძო ბედნიერმა? - სცადე და 2 კვირის განმავლობაში…
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ დალევ ყავასა და ჩაის - გაგიუმჯობესდება ძილი და აღარ იქნები გაღიზიანებული და რაც მთავარია, გაგიქრება დაძაბულობისგან წარმოქმნილი ნაოჭები.

სცადე და 2 კვირის მანძილზე მშიერმა დაიძინე
რამდენიმე დღეში შეამჩნევ, რომ ყოველ დილით კარგ განწყობაზე და რაც მთავარია, გამოძინებული იღვიძებ; წონაშიც მოიკელი.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ შეკმაზავ კერძს მარილითა და პილპილით
შეამჩნევ, რომ გაანახევრებ საკვების ულუფას. სახიდან გაგიქრება შეშუპება, გახდები.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ დალევ გაზიან სასმელებს
შეამჩნევ,
რამდენად გემრიელია უბრალო წყალი. მოგიწესრიგდება კუჭ-ნაწლავის მუშაობა.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში მხრებგაშლილმა იარე
შეამჩნევ, როგორ გაგიუმჯობესდება მეხსიერება და აზროვნებაც გაგიუმჯობესდება, მამაკაცები კი თვალს გაყოლებენ.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში ადამიანს, რომელიც არ გესიმპათიურება, ფიქრებში აჩუქე ძვირად ღირებული საჩუქრები და წარმოიდგინე, როგორ სიამოვნებას მიანიჭებ მას
შეამჩევ, რომ რეალურად, გაგიუმჯობესდება მის მიმართ დამოკიდებულება და შეხვედრისას გაუღიმებ კიდეც.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში კომპიუტერი და ტელევიზორი დაძინებამდე 2 საათით ადრე გამორთე
გაიხსენებ ჰობის და შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეებიც დაგებადოს.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში ტელეფონით და ინტერნეტით მხოლოდ საქმეზე ისაუბრე
შეამჩნევ, რომ ყველა საქმის გაკეთებას ასწრებ.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში ყოველთვის, როცა მოწევა მოგინდება, შეჭამე ვაშლი (ფორთოხალი, ბანანი, დალიე წყალი)
მალევე მიხვდები, რომ გაგიუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფილტვებიც გაგეწმინდება.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში გაუღიმე ყველა შემხვედრს
დარწმუნდები, რომ გარშემო არ გადაშენებულან კეთილი ადამიანები და შენი დღე "ღიმილით" ჩაივლის.

სცადე და 2 კვირის განმავლობაში ერთი საათით მაინც განმარტოვდი ბუნებაში, მოისმინე ბუნების ხმები, დატკბი მისი სილამაზით
მიხვდები, რომ ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ. აღარ მოგინდება მისი დაბინძურება და არც სხვებს მისცემ ამის უფლებას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
მარი
ხო გოგოებო ყავა თუარ დალიეთ,ტელეიზორში თუარ უსმინეთ ათას საშინელებას(კარგი არაფერია ამ ტელევიზორში) და თუ ყველას დაბღვერილი სახით არ ჩაუვლით ისე რა არის ხო ცხვორება?მერე მაგიტომაც იძახიან აუ თავი მისკდება,ნორმალურად ვერ მეძინა,ნერვები მაქ აშლილი დილიდან,მე ვფიქრობ ძალიან კარგი რჩევებია,ნუ ყოველშემთხვევაში მე მომწონს :)
13:49 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
ძალიან მაგარია და მართლა აი ასე უნდა იცხოვრო ასეთი რეჟიმი ადამიანს აკეთილშობილებს და ვისაც არსჯერა გამოცადოს და კმაყოფილი დარჩება თვითონაც და გარშემო ყველა
20:20 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93