ეს საიდუმლოები იმ წყვილებმა გაგვიმხილეს, ვინც მოახერხა და წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი ან სასიყვარულო ურთიერთობა შეინარჩუნა.
- დილით ვინც პირველი იღვიძებს, ყავასაც ის ამზადებს.
- ერთმანეთი ზოგჯერ სპექტაკლზე, კონცერტზე დაპატიჟოთ.
- სანამ კერძს მოამზადებდეთ, ან შეუკვეთდეთ, ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს რისი ჭამა ესიამოვნებოდა.
- თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ მისი საყვარელი კერძი, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ ის, რომელსაც ვერ იტანს.
- უნდა იცოდეთ დალევის დოზა, თქვენი კი არა, პარტნიორის. და ისიც უნდა იცოდეთ, როცა გადააჭარბებს როგორ ”უშველოთ”.
- დაუმეგობრდით საყვარელი ადამიანის მშობლებს.
- სელფი ისევე უნდა გადაიღოთ, როგორც შეყვარებულობის პერიოდში იღებდით.
- ერთად უყურეთ იუმორისტულ გადაცემებს, ფილმებს და იქ მოსმენილი ფრაზები ცხოვრებაში გადმოიტანეთ.
- ეჭორავეთ თქვენს ახლობლებზე.
- ხშირად უმასპინძლეთ შინ სტუმრებს.
- დაეხმარეთ ერთმანეთს საოჯახო საქმეებში.
- ერთად მიღებული შხაპი დროსაც ამცირებს და წყლის ეკონომიაცაა.
- შეისწავლეთ ერთმანეთის სხეული, აღმოაჩინეთ ახალ-ახალი ეროგენული ზონები.
- სამსახურში ყოფნისას ხშირად ემესიჯეთ, ეჩატავეთ ერთმანეთს.
- გაუკეთეთ ერთმანეთს მცირე სიურპრიზები.
- ხშირად გაეპრანჭეთ ერთმანეთს.
- იშვიათად იჩხუბეთ, თუმცა ჩხუბის შემდეგ შერიგებაც არაა ცუდი.
- ნუ გახსენებებთ ერთმანეთის ყოფილებს.
- ისე მოიქეცით, რომ დღითი დღე უფრო გაძლიერდეს თქვენი გრძნობები.
- კვირაში ერთი დღე გამოყავით, რომელსაც ერთად გაატარებთ, ერთად იგიჟებთ, იმოგზაურებთ