გახარებული ვარ, ნომერი გამომართვა და პირველმა დამირეკა. შევხვდით, მერე კიდევ და კიდევ... შემდეგ ტილ შავაიგერის ფილმ ”ლამაზუნას” მსგავსად, რამდენიმე ვნებიანი ღამის შემდეგ მიეჯაჭვები პარტნიორს და ვერ ბედავ ჰკითხო: ეს თავისუფალი ურთიერთობაა თუ სერიოზული?
როგორ გავარკვიოთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს და როგორ არ დავაფრთხოთ მამაკაცი. დარწმუნდით, რომ თქვენ მისთვის იმაზე მეტი ხართ, ვიდრე გოგონა დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის...
ისე ჭკვიანურად უნდა დასვათ კითხვა, რომ სასურველი პასუხი მიიღოთ. გთავაზობთ 3 ვარიანტს:
1. თუ საუბარს წყვილებსა და ურთიერთობაზე წამოიწყებ და ხვდები, რომ შენი საყვარელი მამაკაცი დაიძაბა, გააგრძელე საუბარი და სასხვათაშორისოდ ჰკითხე: თავადაც ვერ ვიტან ურთიერთობებზე საუბარს, პარტნიორისთვის იარლიყის მიწებებას, მაგრამ მინდა ვიცოდე, რა ვუპასუხო სხვა ბიჭებს, როცა ისინი მეკითხებიან, რა ურთიერთობა გვაქვს მე და შენ?
როგორ იმუშავებს ეს კითხვა: მამაკაცისთვის იმის მინიშნება, რომ კონკურენტი ჰყავს, გამოწვევას ნიშნავს. თუ ის მიხვდება, რომ შეიძლება დაგკარგოს, მიხვდება, რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის.
2. ვერ წყვეტს, რა უნდა. შენ ამბობ: ეს ნორმალურია, თუ ურთიერთობის ერთი თვის განმავლობაში ვერ გავარკვევთ, ვინ ვართ ერთმანეთისთვის, ჯობია, მეგობრებად დავრჩეთ.
როგორ იმუშავებს ეს კითხვა: მშვიდად ხარ, არ უყენებ პრეტენზიებს, არაფერს სთხოვ. უბრალოდ, გსურს, დაასრულო გაწელილი ურთიერთობა. აზრი, რომ გსურს მისი სტატუსი მეგობრამდე ჩამოაქვეითო, სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნებას დაუკარგავს.
3. გეუბნება, რომ ”სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ”. არც ვცდილობდი საქორწილო კაბის ჩაცმას, უბრალოდ, სიმართლე მაინტერესებს - პასუხობ შენ.
როგორ იმუშავებს ეს კითხვა: შეიცვალა სცენარი. ახლა ისაა მსხვერპლი. ნაკლები დრო გაატარე მის გვერდით. თუ არ ეცდება შენი გულის მოგებას, ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
დასკვნა: შეიძლება არც ერთი რჩევა არ გამოგადგეს და ურთიერთობა დაშორებით დასრულდეს. თუ გსურს გაურკვეველი და უპერსპექტივო ურთიერთობა, შეგიძლია არც გარისკო ამ 3 კითხვის დასმა.