ჯანსაღი კომუნიკაციის საკითხი, როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი კუთხით, დამეთანხმებით, რომ არაერთი ჩვენგანისთვისაა პრობლემა.
ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა ერთმანეთთან და ხშირად ვერც კი გაუგიათ, მაინც რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამშრომელს ან ოჯახის წევრს "თავის ენაზე" ელაპარაკოს. ასტროლოგია ზუსტად ამ კუთხით მუშაობს ყველაზე კარგად, იმიტომ, რომ, თუკი თქვენი თანამოსაუბრის ზოდიაქოს ნიშანი ზედმიწევნით სწორად იცით - შანსი იმისა, რომ მასთან მოლაპარაკებას წარმატებით შეძლებთ, თითქმის 98%-ია.
ასე მაგალითად: ვერძთან ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, ნუ დაუწყებთ იმის მტკიცებას, რომ რაიმეს მასზე უკეთ კეთება გამოგდით და ნურასოდეს ეცდებით მისი ენთუზიაზმის ხელყოფას.
კუროსთან ურთიერთობაში - ნუ დააძალებთ მას სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას, ნუ დაურღვევთ ჩვეულ მყუდროებას და ნუ გამოიჩენთ დაუდევრობას ფინანსური საკითხების კუთხით.
ტყუპთან ურთიერთობისას ნუ ჩამოართმევთ მას სიტყვას, როცა იგი სახალხოდ "მჭევრმეტყველებს". ნუ აიძულებთ, ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და ნუ გახდით მის ცხოვრებას მონოტონურად მოსაწყენს.
კირჩხიბთან ურთიერთობაში ნუ იქნებით არაპროგნოზირებადი; პატივი ეცით მის ოჯახს და ნათესავებს. დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.
ლომთან კავშირისას აღიარეთ მისი უპირატესობა ყველაფერში. არასოდეს დაუფიქსიროთ, რომ მას მასასთან კონტექსტში განიხილავთ. აღნიშნეთ მისი მიღწევები და ნიჭი.
ქალწულთან ურთიერთობის გასამყარებლად იყავით პუნქტუალური, მოწესრიგებული და საიმედო.
სრულად იხილეთ: astrologi.ge