თავმოყვარეობის კოეფიციენტი ადამიანებში სხვადასხვაგვარია. ზოგს თუ ამბიციები არ ასვენებს და მზადაა სასწორზე დადოს ყველაფერი საკუთარი პატივმოყვარული მისწრაფებების გასამართლებლად, ვიღაც უფრო ლოიალური და მიმტევებელია აგრესიის ან უსამართლობის მიმართ, რომელსაც მის მიმართ იჩენენ გარშემო მყოფები.
ეს ყველაფერი კი ზოდიაქოს ნიშნისა და მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხების მიხედვით დგინდება. მაინც როდის და რა სიტუაციაში გრძნობენ თავს ზოდიაქოს ნიშნები შეურაცხყოფილად და რა უნდა გავითვალისწინოთ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობაში ჩვენდაუნებურად არ გადავკვეთოთ ე.წ. აკრძალული წითელი ხაზი?
ვერძი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მასზე უკეთ შეეცდებით საქმის კეთებას და ამას დემონსტრაციულად დაანახვებთ სხვებს.
კურო თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი ვინმე ცდილობს, მისი ფინანსებით ისარგებლოს ბოროტად ან ფულთან დაკავშირებულ საკითხებში სცადოს მისი "გაცურება".
ტყუპი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი საშუალებას არ მისცემთ, საკუთარი აზრები აფრქვიოს და იძულებულია ჩუმად იჯდეს ცხარე პოლემიკისას.
კირჩხიბი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი თქვენ მის ოჯახის წევრებს გააკრიტიკებთ ან დასცინებთ თუნდაც სამართლიანად.
ლომი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მისი ავტორიტეტი არაფრად ჩააგდეთ ან აბუჩად აიგდეთ მისი მიღწევები.
ქალწული თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მას არაპუნქტუალურობასა და ქაოსურობაში სდებთ ბრალს.
სრულად იხილეთ: astrologi.ge