გთავაზობთ 7 თვისებას, რომელიც ქალს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის:
1. საკუთარი თავის რწმენა
როცა ქალი დარწმუნებულია იმაში, რომ ის რაღაცას წარმოადგენს, გარშემომყოფებიც ამას იფიქრებენ. ყურადღება მიაქციე სიარულის მანერას. გაიმართე წელში, აწიე ნიკაპი, იყურე წინ და გაიღიმე. საკუთარი თავის რწმენა – სექსუალურია.
2. ქარიზმა
ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცებს ქალის
3. ვნება
ვნებიანი ქალები – ძალიან სექსუალურები არიან. ვნება, შესაძლოა, გაჩნდეს არა მხოლოდ სხვა ადამიანის მიმართ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რაიმე ჰობის მიმართ ლტოლვა. ქალი, რომელი მთელი არსებით მიეცემა საყვარელ საქმეს, უკვე სექსუალურია.
4. სიკეთე
ახლა ძალიან რთულია იპოვო მართლაც კეთილი ადამიანი. "გულის სიღრმეს" ვერასოდეს შეცვლის უნაკლო გარეგნობას.
5. იდუმალება
სექსუალური ქალი ყოველთვის ამოუცნობია. ის არასოდეს გაიხსნება ბოლომდე. თუმცა, გამოცანები, როგორც სხვა დანარჩენი, ზომიერად უნდა არსებობდეს ქალში.
6. ელეგანტურობა
სექსუალური სამოსი – აუცილებელი არ არის იყოს ძვირად ღირებული და აშიშვლებდეს სხეულის გარკვეულ ნაწილებს. მთავარია, იყოს ელეგანტური და ქალური. ასე ჩაცმულ ქალს მამაკაცები თვალს ვერ წყვეტენ.
7. ინტელექტი
ხშირად პირველ ეფექტს ადამიანი გარეგნობით ახდენს, მაგრამ თუკი მას მეტი ვერაფრით შეუძლია წარმოაჩინოს თავი, ურთიერთობა იქვე მთავრდება. ნამდვილად სექსუალურად ქალში ტვინი ითვლება. ბევრი მამაკაცი აფასებს ქალის იმ თვისებას, როცა შეუძლია სხვადასხვა თემაზე თავისუფლად საუბარი.
ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ იყო სექსუალური, აუცილებელი არ არის იყო გამომწვევად ლამაზი. შესაძლებელია უბრალოდ განავითაროთ საკუთარ თავში საჭირო თვისებები.