წრე, რომელზეც ციფრებია გამოსახული, მაგიურია. დახუჭეთ თვალები, დასვით შეკითხვა და ნებისმიერი საგანი (უმჯობესია, ბეჭედი დადეთ წრეზე. რიცხვი, რომელზეც ბეჭედი აღმოჩნდება, პასუხია თქვენს შეკითხვაზე.
პასუხები:
1. დიახ. თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ფარ-ხმალს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არ ყრიან. ამიტომაც ნუ აარიდებთ თავს ნურანაირ პრობლემას, თქვენ გაქვთ საოცარი გამძლეობისა და მოთმინების უნარი. წარმატება გელით. ენდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
2. დიახ. მაგრამ ახლა არა, მომავალში. ვიღაც თქვენს გზაზე დგას და ცდილობს, აგირიოთ კარტები. ნუ აღიქვამთ მას ზედმეტი სერიოზულობით. მაგრამ ბოლომდეც ნუ მოადუნებთ ყურადღებას. მოერიდეთ კონფრონტაციებს. ეცადეთ, მონახოთ პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტილება.
3. დიახ. უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. თუკი კეთილგონიერად გამოიყენებთ თქვენს ენერგიას და წვრილმანებზე არ დახარჯავთ დროს, ყველანაირი უპირატესობა თქვენს მხარეს აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში იქონიეთ მოთმინება და გამძლეობა როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვების.
4. დიახ. იღბალი კარს მოგდგომიათ. ამიტომაც არ გაქვთ არანაირი მიზეზი, ეჭვი შეიტანოთ თქვენი სურვილის ასრულებაში. წარმატება დიდი ხანია თან გდევთ. დატკბით ამ ბედნიერი დღეებით.
5. აბსოლუტური სიზუსტით. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ სხვის აზრს და ამიტომაც თითქოს ხელიდან უშვებთ სასიკეთო მომენტს. ნუ აჭიანურებთ, აჩვენეთ ყველას, რომ ამის შემდეგ ყველა უნდა შეგითანხმდეთ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ.
6. ყველაფერი იმაზე რთულად იქნება, ვიდრე მოელოდით. არასწორი გზით მიდიხართ. მოუსმინეთ თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი, ერთგული ადამიანის რჩევას და ნუ გექნებათ ტყუილი მოლოდინი.
7. საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. მიეცით საკუთარ თავს დრო და ნუ ჩაიდებთ თავში ჯერ მოუმწიფებელ აზრებს. შეეცადეთ დატკბეთ დღევანდელი დღით. ყველაფერი თანდათან მოგვარდება. თუკი ეს ყველაფერი მაინც ძალიან გადარდებთ, მიმართეთ მაგიურ წრეს ერთი კვირის შემდეგ.
8. ფრთხილად. ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. ზოგიერთ საქმეში დაიცავით გარკვეული დისტანცია. იყავით ფრთხილად, რათა მომავალში იმედგაცრუება არ ნახოთ.
9. აუცილებლად. მაგრამ დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ. ესაუბრეთ უახლოეს მეგობარს თქვენს პრობლემებზე და იმაზე, რაც გაწუხებთ. ის გვერდიდან და უფრო ფხიზლად შეაფასებს სიტუაციას.
10. დიახ. მაგრამ ნუ მისცემთ საშუალებას ხალხს შეგიყვანონ შეცდომაში. გამოიჩინეთ მეტი თავდაჯერებულობა და მაშინ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაიფიქრეთ. ამჯერად კი შეგიძლიათ მთლიანად საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ნუ შეშინდებით, იმედგაცრუების ნატამალიც არ გექნებათ.
11. შეკითხვა ძალიან ადრეა დასმული. ნუ განეწყობით იმაზე, რაც ჯერ მომწიფებული არ არის. მოიცადეთ ცოტა ხანს. ხშირად წადით დათმობაზე. ამის გამო ბევრი დაგაფასებთ.
12. დიდი შანსია. რადგან ყველაფერი იმაზე სწრაფად და პოზიტიურად ვითარდება, ვიდრე წარმოგედგინათ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ არ ეცადოთ ირგვლივ შექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს დაინტერესებული არ იყოთ ამ თემით. ყურადღება მიაქციეთ: ვიღაცას გულწრფელად სურს გახდეს თქვენი მეგობარი.
13. ყველაფერი გეგმის საწინააღმდეგოდ განვითარდება. თქვენ არამყარად მოქმედებთ. ეს კი თქვენს გარემოცვას ცოტა არ იყოს აბნევს. ისინი მოულოდნელობებით სავსე პიროვნებად გთვლიან, რაც აშკარად არ ასხამს თქვენს წისქვილზე წყალს. დაამსხვრიეთ ეს იმიჯი. გარშემომყოფებს იმაზე მეტად უყვარხართ, ვიდრე გგონიათ.
14. ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი თავად გამოიჩენთ აქტიურობას. თქვენი მიზნის მისაღწევად ყველა ქმედება დასაშვებია, ოღონდ არა სიდინჯე. აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე და გააოცეთ გარშემომყოფები თქვენი საქმითა და იდეების სიმრავლით.
15. დიახ, შეგიძლიათ დატკბეთ ბედნიერებას. ბედი მოულოდნელად და სასიკეთოდ შემოგიბრუნდებათ. ახლა არაფერი ახლის მოფიქრება არ გჭირდებათ, უბრალოდ უნდა დაიცადოთ. ნაჩქარევი ქმედებები არასწორი მიმართულებით წაგიყვანთ და შესაძლოა, თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი შეუშალოს.
16. ყველა მოლოდინი გაგიმართლდებათ. მაგრამ სულ სხვანაირად განხორციელდება მოვლენები. ამიტომაც მზად იყავით ყველანაირი ცვლილებისთვის, ნუ განეწყობით მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის. გამოიჩინეთ მოქნილობა და ნუ აიცილებთ თავიდან ნურცერთ არგუმენტს.
17. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარგად უნდა გაერკვეთ საკუთარ სურვილებში, თქვენი გრძნობები ხომ ბოლომდე არ მომწიფებულა. ძალიან ბევრს მოელით გარშემომყოფებისგან. უახლოეს დღეებში ყველაფერი ძველებურად დარჩება. თუმცა რაღაც ბედნიერი მოვლენა ნათელს შეიტანს თქვენს ჩანაფიქრში. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.
18. შესაძლოა სირთულეები შეგექმნათ. დასაწყისში იმედგაცრუება გელით, თუმცა ეს იმის ნიშანი არ არის, რომ სურვილის ასრულების შანსი არ გაქვთ. პირიქით: იმედგაცრუება მოვლენების პოზიტიურად განვითარებას შეუწყობს ხელს. თქვენი სამეგობრო წრე გაიზრდება, გახდება უფრო კეთილგანწყობილი და სტაბილური.
19. უნდობლობა და ბოროტება თქვენგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. მაგრამ თუკი ვერ შეძლებთ სწრაფად გათავისუფლდეთ ეჭვებისგან, ბევრ რამეს გააფუჭებთ. წარმატება თუ გვერდს გივლით, ამაში მხოლოდ თქვენი გადამეტებული მოკრძალებულობა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობაა დამნაშავე. მოიშორეთ ეჭვები და ყოყმანი! იყავით გახსნილი და მეგობრული სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
20. დიახ. წარმატება კარს მოგდგომიათ. ეჭვიც არ უნდა შეიტანოთ კეთილ დასასრულში. და ეს წარმატება დიდხანს იქნება თქვენი თანმდევი.
21. დიახ. მიზნის საბოლოოდ მიღწევამდე სულ ცოტაღა დაგრჩათ. იმოქმედეთ, გარისკეთ – ბოლო ამოსუნთქვა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაიფიქრეთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენებს – შემთხვევით არაფერი ხდება.