ფსიქო

ჩვენ ვიცით 7 უტყუარი მიზეზი- რატომ კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს

ჩვენ ვიცით 7 უტყუარი მიზეზი- რატომ კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს
მამაკაცების ყურადღება არ გაკლიათ, მაგრამ თითქმის ყველა რომანი დაწყებისთანავე მთავრდება? ყველა თაყვანისმცემლს კი გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ კარგავთ?

ჩვენ ვიცით 7 მიზეზი, თუ რატომ კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს. გაეცანით სტატიას და გამოასწორეთ შეცდომები, რათა გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან.

1. მამაკაცის შეცვლის სურვილი


მარი ფორლეო თავის წიგნში ”შენ ქალღმერთი ხარ, როგორ გადავიყვანოთ მამაკაცები ჭკუიდან” ქალებს ურჩევს მიიღონ თაყვანისმცემლები ისეთებად, როგორებიც არიან. მწერალი გირჩევთ, მამაკაცი მაღაზიაში ნაყიდ ნივთს შეადაროთ. თქვენ არჩევანში თავისუფალი ხართ, ნაყიდი ნივთის შეცვლაზე
კი არ ფიქრობთ. მამაკაციც ისეთი უნდა მიიღოთ, როგორიც არის ან დაემშვიდობოთ.

2. ლაქლაქა


თუ გაცნობის დღიდან გაუჩერებლად ლაპარაკობთ, განსაკუთრებით ისეთ თემებზე, რაც მამაკაცებს არ აინტერესებთ, თქვენს თაყვანისმცემელს, გაცნობიდან პირველივე კვირას, როგორ კი ჭორების, შოუებისა და დაქალების ამბების განხილვს დაიწყებთ, თავის ტკივილი დაეწყება და შორს გაქცევას გადაწყვეტს.

3. კონკურენცია


რატომ ცდილობთ მამაკაცს დაანახვოთ, რომ მასზე უკეთ ატარებთ მანქანას ან მასზე მეტი შემოსავალი გაქვთ? რატომ ეჯიბრებით მას? თუ მამაკაცის შენარჩუნება
გსურთ, უნდა მიახვედროთ, რომ ურთიერთობაში მთავარი ისაა. საყვარელ ადამიანთან კონკურენცია მარტოობაში დაგაბრუნებთ.

4. დამოუკიდებლობა

მამაკაცებს აფრთხობთ ზედმეტად დამოუკიდებელი, ”რკინის ქალები”. თუ ასეთი ძლიერი ხართ, დაფიქრდით, რაში გჭირდებათ გვერდით მამაკაცი? არის თუ არა მათი ადგილი თქვენ გვერდით? ეცადეთ, ხანდახან მაინც მოიშოროთ რაინდის აღჭურვილობა და მამაკაცებს მისცეთ რაინდული ქცევის გამოვლენის უფლება.


5. წარსულის ვერ დავიწყება


წარუმატებელი რომანები და იმედგაცრუება ყველა ქალს აქვს, მაგრამ ახლანდელ თაყვანისმცემელთან ნუ გაიხსენებთ ყოფილებს. ნუ ეცდებით მათ კონტროლს სოციალურ ქსელებში. არც ერთ მამაკაცს არ მოეწონება, სათადარიგო მოთამაშის როლში ყოფნა. გახსოვდეთ, თქვენი ახლანდელი თაყვანისმცემელი ერთადერთი, შეუდარებელი და განუმეორებელია.

6. იუმორის გრძნობის უქონლობა


”მას ჩემი გაცინება შეუძლია” - ეს მამაკაცისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კომპლიმენტია. თუ სერიოზული სახით ისმენთ მის ანეკდოტებს, ხუმრობებზე არ გეცინებათ, თქვენი რომანი დიდხანს არ გასტანს, ის იმაში გაგცვლით, ვის გულიანად გაცინებასაც ადვილად შეძლებს.

7. ინტერესის დაკარგვა საკუთარი თავის მიმართ


მამაკაცს უყვარდება ის ქალი, ვისაც საკუთარი თავი უყვარს. აფასებს საკუთარ გარეგნობას, უვლის თავის თავს. საყვარელი ადამიანის გულისთვის უარს ნუ იტყვით ფიტნესდარბაზში სიარულზე, დაქალებთან შეხვედრაზე. იყავით მუდამ მომხიბვლელი, ელეგანტური, მოვლილი (გაუპარსავ ფეხებსა და გადაცლილ მანიკიურ-პედიკიურზე, შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეთ). გახსოვდეთ, მამაკაცი ბუნებით მონადირეა, მას თქვენი მონადირების სურვილი ყოველდღე უნდა ჰქონდეს, ნუ დაუკარგავთ თქვენ მიმართ ინტერესს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნატაშა
ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. :)
22:20 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93