ფსიქო

შეყვარებული ქალის 10 სიმპტომი

შეყვარებული ქალის 10 სიმპტომი
მიმოიხედეთ, იქნებ თქვენ გვერდით სიმპათიური მამაკაცია. ხოლო თუ საკუთარ თავში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ, გილოცავთ, თქვენ შეყვარებული ხართ.
როცა სახლში სიყვარული შემოაბიჯებს, ტვინი ფანჯრიდან ხტება - ან შვებულებაში გადის, ძალიან ხანგრძლივ შვებულებაში. იმიტომ, რომ შეყვარებული ქალი ათასგვარ სისულელეს სჩადის და ყველაფერს სიყვარულის გამო აკეთებს.

თვალებში სხივი ჩნდება -მუდამ იღიმით, გსურთ, სამყაროს პოზიტივი აჩუქოთ. შეყვარებულობის პერიოდში გარშემო მყოფებისთვის ნათქვამი კომპლიმენტები შეიძლება სიმართლე არ იყოს, მაგრამ გსურთ, რომ თქვენ გარშემო ყველა ლამაზი და ბედნიერი იყოს.

აგრეთვე, გაუგებარია, საიდან
ჩნდება დაბნეულობა და მნიშვნელოვანი მომენტების დავიწყება-გამორჩენა.

გსურთ ლამაზად გამოიყურებოდეთ დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში - თუნდაც პურის საყიდლად მიდიოდეთ უახლოეს საცხობში. იმიტომ, რომ გამუდმებით მასზე ფიქრობთ და გგონიათ, რომ იგი შეიძლება ყოველ ნაბიჯზე, სახლის კუთხეში შეგხვდეთ.

გსურთ, რაღაც შეიცვალოთ გარეგნობაში: ვარცხნილობა, წონა, ჩაცმის სტილი.

მუდამ გინდათ, ურეკოთ და უმესიჯოთ - მიზეზით ან უმიზეზოდ, რათა გაიგოთ, რას აკეთებს, რას გააკეთებს?..

ინტერესი გიმძაფრდებათ მკითხაობის, ჰოროსკოპების მიმართ - თუ წინასწარმეტყველება ნეგატიურია, ე.ი. ტყუილია. თქვენ მხოლოდ კეთილი მომავლის გჯერათ.

საყვარელი საქმიანობა, სერიალები ინტერესს კარგავს - დროის გატარება საყვარელ ადამიანთან გირჩევნიათ.

რატომღაც გახდით ეჭვიანი - ყველაზე ეჭვიანობთ: მის კოლეგაზე, მეზობელზე, ბავშვობის მეგობარზე, კონსულტანტზე, რომელსაც მაღაზიაში გაუღიმა.

გიჩნდებათ საერთო ინტერესები - შეიძლება მოულოდნელად ფეხბურთის ქომაგი გახდეთ ან დაინტერესდეთ მანქანებით, თევზაობით, ნუმიზმატიკით, ფანტასტიკით. სია დაუსრულებელია.

დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა, - გულიანი სიცილი ტირილში გადაიზარდოს და პირიქით.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
თამთა
ყველაფერი მართალია
19:00 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
??
ხო ყველაფერი ნაცნობია,მა,რომ სიყვარულის ღირსი არაა ზოგი.
15:58 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93