ფსიქო

10 მიზეზი იმისა, რომ დღეში მინიმუმ 8-ჯერ ჩავეხუტოთ ერთმანეთს

10 მიზეზი იმისა, რომ დღეში მინიმუმ 8-ჯერ ჩავეხუტოთ ერთმანეთს
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის ჩახუტების და ამგვარად ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატვის დადებით თვისებებზე. ჩახუტების საერთაშორისო დღეც კი დაწესდა. ადამიანები აწყობენ ერთგვარ ფლეშმობებს, დგებიან ქუჩაში და გამვლელებს ჩახუტებისკენ მოუწოდებენ.
აღმოჩნდა, რომ სითბოს ეს ადამიანური გამოხატვა ჩვენს ორგანიზმზე იმდენად დადებითად მოქმედებს, რომ სხვადასხვა დაავადებასაც კი კურნავს.

აი, 10 მიზეზი იმისა, რატომ ღირს დღეში მინიმუმ 8-ჯერ ჩავეხუტოთ ერთმანეთს.

1. ორი სხეულის საიხლოვე ადამიანებს ეხმარებათ შეიქმნას ნდობის, უსაფრთხოების შეგრძნება, რაც თავის მხრივ, მყარ ურთიერთობას ქმნის.

2. ჩახუტება ამაღლებს ორგანიზმში
ოქსიტოცინის დონეს, რაც მარტოობის შეგრძნებისა და სიბრაზისგან გვათავისუფლებს.

3. ხანგრძლივად ვინმესთან ჩახუტებით მაღლდება სეროტონინის დონეც, ეს კი, თავის მხრივ, აუმჯობესებს განწყობას და ბედნიერების შეგრძნება გვეუფლება.

4. ჩახუტება ამაგრებს იმუნურ სისტემას. მკერდსა და მუცელზე ნაზი დაწოლა, ასევე, ამისგან გამოწვეული ემოციები ააქტიურებს მზის გადაკვეთის ჩაკრას. ეს კი არეგულირებს და აბალანსებს ორგანიზმში ლეიკოციტების წარმოქმნას, რაც თავის მხრივ, უამრავ დაავადებას აგვაცილებს თავიდან.

5. ჩახუტება ამაღლებს თვითშეფასებას. დაბადებიდან ჩვენი ოჯახი სწორედ ამ მეთოდით გვინერგავს, რომ განსაკუთრებულები ვართ და ვუყვარვართ. ჩვენს სხეულს ახსოვს მამის, დედის ჩახუტება და უკვე ზრდასრულ ასაკში ეს ჟესტი უჯრედულ დონეზე გვახსენებს წარსულს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩახუტება გვეხმარება, უფრო ძლიერად შევიყვაროთ საკუთარი თავი.

6. ჩახუტება ადუნებს დაძაბულ კუნთებს და მისგან გამოწვეულ ტკივილსაც ხსნის. ასევე, ეს ჟესტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას რბილ ქსოვილებში.

7. ჩახუტება აბალანსებს ჩვენს ნერვულ სისტემას.

8. ჩახუტება გვასწავლის იმას, როგორ გავიღოთ და მივიღოთ სითბო. ჩახუტება გვასწავლის იმას, რომ სიყვარული მხოლოდ ორმხრივი შეიძლება რომ იყოს.

9. ჩახუტება ერთგვარი მედიტაციაა. ეს მომენტი გვავიწყებს დარდს და გვიხსნის შფოთვას.

10. ენერგიების გაცვლა ჩახუტებით ხელს უწყობს ურთიერთობის გამყარებას და ურთიერთგაგებას.

ცნობილი ექიმი ვირჯინია სატირი ამბობს: "ჩვენ დღეში მინიმუმ ოთხი ჩახუტება მაინც გვჭირდება იმისათვის, რომ ვიარსებოთ, ხოლო რვა იმისათვის, რომ დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ხოლო 12 იმისათვის, რომ გავიზარდოთ".

შესაძლოა, დღეში 8-ჯერ ჩახუტება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა ამ სტატიას ვწერდი, ჩემს ქალიშვილს ვკითხე, რამდენჯერ გინდა, რომ დღეში ჩაგეხუტო? მან მიპასუხა: "ზუსტად რამდენი, არ ვიცი, მაგრამ 8-ზე მეტჯერ ნამდვილად". ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და მივხვდი, თურმე რამდენად საჭიროა ეს ჟესტი თითოეული ჩვენგანისთვის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93