ფსიქო

22 წვრილმანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ყოველდღიურად უნდა აკეთოთ

22 წვრილმანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ყოველდღიურად უნდა აკეთოთ
  1. გაიღვიძეთ იმ აზრით, რომ ახალი დღე - რაიმე ახლის საწყისია. ნუ გაიფუჭებთ გუშინდელი წარუმატებლობის გამო ხასიათს.
  2. მიირთვით საუზმეზე რაიმე სასარგებლო, მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, კვერცხი ან თხილი. რაც უფრო კარგად იგრძნობთ დილიდანვე თავს, მით უფრო უკეთ წაგივათ საქმეები დღის განმავლობაში.
  3. გაისეირნეთ, თუნდაც 10 წუთით.
  4. თუ დავალების შესრულება 1 წუთზე მეტ დროს არ გართმევთ, არ გადადოთ იგი, იმოქმედეთ მყისიერად.
  5. სადაც არ უნდა წახვიდეთ, მუდამ იქონიეთ თან სვიტერი.
  6. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ჩვეულება ნიშნავს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე
    საქმე, რასაც დროდადრო აკეთებთ.
  7. ტანსაცმელი მუდამ წესრიგში იქონიეთ.
  8. იყავით კეთილგანწყობილი მათ მიმართაც კი, ვინც თქვენდამი ასე არ არის განწყობილი. ამგვარად, მათი ნეგატივი არ გადაგედებათ.
  9. მოარიდეთ თვალი კომპიუტერის მონიტორს ყოველ 20 წუთში.
  10. დაჰკიდეთ ხალათი კარის გარეთა მხარეზე. სასიამოვნოა, ახალგაღვიძებულს ახლოს რომ გხვდება საყვარელი ნივთი.
  11. ისარგებლეთ დამატენიანებელი მზის დამცავი კრემით.
  12. თუ გაქვთ საშუალება, წაუძინეთ ნახევარი საათით.
  13. თუ გადაიღალეთ, დასვენებამდე დალიეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი. კოფეინი მიღებიდან 20 წუთში იწყებს მოქმედებას. ამგვარად, გაღვიძებისთანავე კარგად იგრძნობთ თავს.
  14. ნუ დააყოვნებთ შეტყობინებებზე პასუხს.
  15. არასოდეს უპასუხოთ საქმიან წერილებს საღამოს 7 საათის შემდეგ.
  16. იყავით ყურადღებიანი სხვების მიმართ. საუბრის დროს სრულად ჩაწვდით არსს.
  17. დადეთ მაღვიძარა მაგიდაზე ან სადმე ისეთ ადგილას ისე, რომ მისი გამორთვა საწოლიდან ადგომის შემდეგ შეძლოთ.
  18. მისწერეთ მეგობარს, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა არ გქონიათ და უთხარით, რომ მოგენატრათ.
  19. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი სხეულის დანიშნულება სამყაროს შეცნობა, სხვებთან ურთიერთობა, ემოციების შეგრძნება გახლავთ. ნუ ჩაიციკლებით იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ სხვები თქვენს გარეგნობას.
  20. წაიკითხეთ წიგნის ერთი თავი. 1 თვეში წიგნს სრულად წაიკითხავთ.
  21. დაალაგეთ სახლი.
  22. იმხიარულეთ. არაფერი მოგიყვანთ ხასიათზე გულწრფელ სიცილზე უკეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ენამწარე
ერთი თვე წიგნის კითხვა რა უბედურებაა! საკმაოდ სქელტანიან წიგნებს ერთ ან ორ დღეში ვკითხულობ( ნუ, თუ ძალიან სქელია).
13:49 / 08-05-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93