ფსიქო

ცხოვრების დღესვე უკეთესობისკენ შეცვლის რამდენიმე ხერხი - ბედნიერება წვრილმანებშია!

ცხოვრების დღესვე უკეთესობისკენ შეცვლის რამდენიმე ხერხი - ბედნიერება წვრილმანებშია!
უკმაყოფილო ხართ საკუთარი ცხოვრებით? შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავთ. ცნობილი ბლოგერი მარკ ჩერნოფი გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, გამოვასწოროთ სიტუაცია.

გახსოვდეთ: დასაწყისი დღესვეა. დღევანდელი დღე - წარმატებული ახალი მომავლის სტარტია!


დაიწყეთ ურთიერთობა საჭირო ხალხთან, რომლებიც მოგწონთ, გაფასებენ და უყვარხართ. ისინი შთაგვაგონებენ სრულყოფილებას.

დაიწყეთ პრობლემების სწორად აღქმა. პრობლემები კი არ განგაპირობებენ თქვენ, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებთ მათზე, როგორ აღიდგენთ ძალებს მათ მერე. თუ არ იმოქმედებთ, პრობლემები თავისთავად არ გაქრება.



ჩაიხედეთ საკუთარ
თავში და გაერკვიეთ, ვინ ხართ. უკეთ მიხვდებით, სად იმყოფებით ახლა და როგორ მოხვდით აქ. იქნებით უკეთ მომზადებული და ჩამოყალიბდებით, საითკენ გინდათ წასვლა და როგორ მიაღწევთ იქაურობას.

პრიორიტეტად საკუთარი ბედნიერება აირჩიეთ. თქვენი მოთხოვნილებები მნიშვნელოვანია. თუ საკუთარ თავს არ აფასებთ - არავინ დაგაფასებთ.

იყავით ის, ვინც ხართ და იამაყეთ საკუთარი თავით, უერთგულეთ მას და თუ რაიმესკენ გული არ მიგდით, შეეშვით ამ საქმიანობას.

იცხოვრეთ დღევანდელი დღით. საოცრება ამ წუთას და ამ წამს ხდება თქვენს თავს. მოცემული მომენტი არის ცხოვრება. ამიტომ შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, თუ რა გრანდიოზული საქმეები გელოდებათ წინ.

დააფასეთ გაკვეთილები, რომელთაც შეცდომები გჩუქნით. შეცდომა - ეს ნორმალურია. თუ დროდადრო არ ეცემით, ე.ი. არასაკმარისად სინჯავთ რაიმე ახალს და არ სწავლობთ.


დატკბით იმით, რაც უკვე გაგაჩნიათ. ყოველი გაღვიძებისას რამდენიმე წუთით დაფიქრდით. დააფასეთ ის, თუ რას წარმოადგენთ, სად ხართ და რამდენს მიაღწიეთ.

შექმენით საკუთარი ბედნიერება. დროს კარგავთ, თუკი ელოდებით ვინმეს, ვინც გაგაბედნიერებთ. გაიღიმეთ, რადგან ეს თავადაც შეგიძლიათ.

მიეცით შანსი თქვენს ოცნებებსა და იდეებს. 100%-ით დარწმუნებული იმაში, გამოგივათ თუ არა, ვერ იქნებით, თუმცა, თუ არ იმოქმედებთ, ვერც ვერასოდეს შეიტყობთ ამაზე.


დაიწყეთ ახალი ურთიერთობები სანდო ადამიანებთან, რომლებიც აღგიქვამენ ისეთად, როგორიც ხართ. აირჩიეთ მეგობრები, რომლებითაც იამაყებთ და რომლებიც სიყვარულსა და სითბოს გაჩუქებენ.

მიეცით შანსი ახალ ადამიანებს. თქვენ არ შეგიძლიათ გყავდეთ გვერდით ყველა მეგობარი, ვინც კი ოდესმე გყავდათ. ადამიანები და პრიორიტეტები იცვლებიან. ერთი ურთიერთობა სრულდება, მეორე კი ახლა იწყებს განვითარებას. იყავით მზად რაიმე ახალი გამოწვევისთვის, იყავით მზად იმისთვის, რომ შესაძლოა, ისეთი ადამიანი გამოჩნდეს, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93