ფსიქო

როგორ ვიცოცხლოთ 100 წელი - 9 სამეცნიერო რეკომენდაცია

როგორ ვიცოცხლოთ 100 წელი - 9 სამეცნიერო რეკომენდაცია
ადამიანები უკვდავებაზე უხსოვარი დროიდან ოცნებობენ. მარადიული ახალგაზრდობის წყაროს ეძებდნენ კონკისტადორები ამერიკაში, ჰიტლერი - ნაცისტების მიერ გამოგონილ ქალაქ შამბალაში. ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივების ბუნებრივმა სურვილმა წარმოქმნა მედიცინა.
მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, სანამ ჯანმრთელები არიან, მის შენარჩუნებაზე არ ზრუნავენ და კვდებიან იმაზე ადრე, ვიდრე შეეძლოთ ეცხოვრათ. დღეს ჩვენ მოგითხრობთ სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერებისთვის ცნობილ რამდენიმე საშუალებაზე.

მიირთვით მეტი თხილი
რაც უფრო მეტ თხილს მიირთმევთ, მით უფრო მეტი შანსია, გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე.

იყოლიეთ კატა

თუ ზრდასრულ ადამიანს შინ კატა
ჰყავს, გულის შეტევის ალბათობა 30%-ით მცირდება.

სვით მეტი ლუდი

ლუდის რეგულარული მიღება საგრძნობლად ამცირებს გულის შეტევის რისკს.

დაღეჭეთ საღეჭი რეზინი

სტრესი - ყველაზე ეფექტური მკვლელია. კვლევების თანახმად, საღეჭი რეზინის ყოველდღიურად ღეჭვა ამცირებს შფოთვას 17%-ით.

ნუ მიირთმევთ ყოველდღე წითელ ხორცს
წითელი ხორცის რეგულარულად მიღება ორგანიზმში ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ძალზე საშიშ ნივთიერებას - L-carnitine-ს გამოიმუშავებენ. სწორედ ეს ნივთიერებაა მიზეზი იმისა, რომ ინსულტების, გულისა და კუჭის დაავადებების რაოდენობა მსოფლიოში სწრაფად იზრდება.

დაკავდით სპორტით

სპორტით რეგულარულად დაკავება ძალზე სასარგებლოა ტონუსისთვის. თუ სპორტდარბაზში წასვლა გეზარებათ, ტელევიზორში ფეხბურთს უყურეთ. საკუთარი გუნდის გულშემატკივრობა - შესანიშნავი სტიმულია ნერვული სისტემისთვის.

ხშირად ჩასჭიდეთ ხელი საყვარელ ადამიანებს

კვლევების თანახმად, ხელის ჩაკიდების ჩვევა დღეში თუნდაც 10 წუთით, ანელებს კორტიზოლის ტვინში მოხვედრას, 
რაც სტრესს ამცირებს და სასიამოვნო ცხოვრების საშუალებას იძლევა.

შეწყვიტეთ ყვირილი

ხანგრძლივი ცოლქმრული ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებელია, თუკი პარტნიორები ისწავლიან ყვირილის გარეშე მშვიდად გარკვევას ვითარებაში.
სამსახურში ყვირილის ჩვევა ზრდის გულის დაავადებების გაჩენის რისკს.

მიირთვით მეტი შოკოლადი

შოკოლადი აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიწოდებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და არეგულირებს წნევას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ნანა
მიუხედავად ყველაფრისა სიცოცხლე მაინც მსვენიერია.
11:43 / 06-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნას
გეთანხმები, მაგარამ ბოლო წინადადებას არ ვიზიარებ. ახალგაზრდას და ჯანმრთელს, უპრობლემოს, სიკვდილი ძალიან გაუჭირდება. ასე რომ სიბერე ამ გარდაუვალ, ბუნებრივ მოვლენასთან კარგი შემგუებელია )
15:56 / 25-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93