ფსიქო

აი, როგორ მოქმედებს ნეკა თითის სიგრძე და ფორმა თქვენს ხასიათზე!

აი, როგორ მოქმედებს ნეკა თითის სიგრძე და ფორმა თქვენს ხასიათზე!
უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ხელის ყველაზე პატარა თითი, განსაკუთრებით, მისი სიგრძე და ფორმა, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანი ხართ. კარგად დააკვირდით ნეკა თითს და გაარკვიეთ, თუ ადამიანის რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნებით.

ნორმალური სიგრძის ნეკა თითი
ნეკა თითი, რომლის სიგრძე არათითის ზედა ფალანგას სწვდება, ითვლება ნორმად. მსგავსი ნეკა თითის მქონე ადამიანები გამოირჩევიან ზრდასრული, ჩამოყალიბებული ხასიათით, მყარი ცხოვრებისეული პრინციპებით.

გრძელი ნეკა თითი

თუ ნეკა თითის სიგრძე არათითის ზედა ფალანგის სიგრძეს სცდება, გაგიმართლათ! ეს გახლავთ მომხიბვლელი, ქარიზმატული ადამიანის ნიშანი, რომელიც
არასოდეს ნებდება. ამ ადამიანის შრომისმოყვარეობასა და მიჭს სასწაულების ჩადენა შეუძლია!

მოკლე ნეკა თითი

მოკლე ნეკა თითის მფლობელები ძალიან ყურადღებიანი და მეგობრულები არიან. ცოტათი მორცხვები, მაგრამ ეს მათი ნაკლი არ არის. შეუძლიათ ხატოვანი საუბარი და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

წაწვეტებული ნეკა თითი

წაწვეტებული ნეკა თითი მიუთითებს უცხო ენების სწავლისადმი მიდრეკილებასა და შემოქმედებით ნატურაზე.

მოღუნული ნეკა თითი

მოღუნული ნეკა თითის მფლობელები იოლად ადაპტირდებიან ცვლილებების დროს. ისინი ნამდვილი მშვიდობისმყოფელები არიან.

ნეკის ფართო სახსარი

მსგავსი თითის მქონე ადამიანის მხარდაჭერის იმედი მუდამ უნდა გქონდეთ. მათ იციან ყველაფერი, რაც კი მათ ირგვლივ ხდება და ყოველთვის გაგიწევთ დახმარებას!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93