პითაგორას ადამიანის დაბადების თარიღით მისი ხასიათის, ბედის გამოცნობა შეეძლო. მოდი, გავიგოთ, რას გვიამბობს თქვენი დაბადების თარიღი თქვენზე.
პირველი - დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და ორიგინალური. საკუთარ თავში დარწმუნებული, ხშირად ეგოისტური, რომელსაც სხვისი აზრი არ აინტერესებს. მუდამ ლიდერი, ამბიციური და ინიციატორია. მიზნის მისაღწევად რისკზე უკან არ დაიხევს. ზოგჯერ უხეში, ჯიუტი და იმპულსურია.
2 - მგრძნობიარე და გულისხმიერია. საუკეთესო პარტნიორი, მეგობარი და კოლეგაა. ამ ნიშნით უამრავი მხატვარი, მუსიკოსი დაიბადა. დიპლომატიურად მოაგვარებს ნებისმიერ კონფლიქტს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზოგჯერ მორიდებულია, დეპრესიაშიც ვარდება.
3 - ოპტიმისტი, შემოქმედებითი, ინტელექტუალი ადამიანია. 24 საათი ხარობს ცხოვრებით. აქვს ინტუიცია და იუმორის გრძნობა. ახასიათებს დეპრესია და მცირე პრობლემების გაზვიადება.
4 - საიმედო, კეთილსინდისიერი ადამიანია. არ არსებობს საქმე, რომელსაც ვერ შეასრულებს. უყვარს მეცნიერებები. იშვიათად ეშლება და ადვილად სწავლობენ გაკვეთილს წარუმატებლობისგან. დაბრკოლება აზარტს და გამარჯვებისკენ სწრაფვას უმძაფრებს.
5 - ავანტიურისტების, გენიოსებისა და მოგზაურების ციფრია. ცნობისმოყვარე და უნივერსალური ადამიანია. მუდამ აინტერესებს ამოუცნობი, უცნაური. გირჩევთ, არ ააჩქაროთ მოვლენები და არც ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოთ.
6 - სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობისა და ოჯახის ციფრია. ჰუმანიტარული საგნები იტაცებთ, აქვთ შემოქმედებითი ნიჭი. მუდამ ეხმარებიან გარშემო მყოფებს ფულით, რჩევით. არიან ჯიუტები და მომაბეზრებლები.
7 - უყვარს კითხვა, სწავლა, ინტელექტუალური საქმიანობა. გამომგონებლები არიან და იზიდავთ სამეცნიერო სფერო. უყვართ განმარტოება. ზოგჯერ არიან სარკასტულები, ჯიუტები, მოკამათეები.
8 - უყვართ ხალხის მართვა, ისწრაფვიან პოლიტიკისკენ. არიან მატერიალურად უზრუნველყოფილნი, ამბიციურები. უხეშობა ახასიათებთ დაქვემდებარებულებთან. დიდი ფული თავბრუს ახვევთ.
9 - ერთგული მეგობარია, რომანტიკული საყვარელი და საიმედო საქმიანი პარტნიორი. ადვილად პატიობენ წყენას. რა თანხაც არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში, თვალის დახამხამებაში გააქრობენ.
10 - მათი დევიზია: ან ყველაფერი, ან არაფერი. გაურბიან ინტრიგებსა და ჭორებს და მიზანს მუდამ სიმართლით, პატიოსნებით აღწევენ. ჰყავთ ბევრი მეგობარი, არ უჭირთ იდეებისა და მიზნების განხორციელება.
11 - ბავშვობიდან ზრუნავენ სულიერ განვითარებაზე. არიან კეთილგონიერები. საუბრისას იმ სიტყვებს არჩევენ, რომელთა მოსმენაც მოსაუბრეს სურს. მათ ხშირად ეკითხებიან რჩევას. საკუთარ თავს ექსტრასენსორულ ნიჭს ამჩნევენ.
12 - მათ აქვთ მისია - უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო. პოზიტიურები და ენერგიულები და კომუნიკაბელურები არიან. აქვთ ორგანიზატორის ნიჭი.
13 - ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. ვერ ვიტყვით, რომ სტაბილურები არიან; ცვლილებები იზიდავთ, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ჩხუბის შემდეგ მოკამათეს იშვიათად აძლევენ მეორე შანსს. ზარმაცებიც არიან, რაც მიზნების მიღწევაში უშლით ხელს.
14 - თავისუფლებისმოყვარე, ფეთქებადი და სექსუალური სტაბილური ურთიერთობის დროსაც არ ამბობს უარს სასიყვარულო ინტრიგაზე. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან. ისწავლეთ მომჭირნეობა.
15 - ყველა სფეროში ნიჭიერია. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. ზედმეტად მგრძნობიარეა კრიტიკის მიმართ. გაჭირვებაში მყოფს დაეხმარება და მას არავის დააჩაგვრინებს.
16 - ანალიტიკური აზროვნება აქვს; გრძნობების აფიშირება არ უყვარს. ვერ იტანს ზედაპირულობას. დამოუკიდებელია და პასუხისმგებლობას არ გაურბის. წლების მატებასთან ერთად მეტად იკეტება საკუთარ თავში, გაურბის ხალხთან ურთიერთობას.
17 - ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ სულიერად სათუთია. არ გაპატიებთ ტყუილს. სიტყვა "არა" - მომენტალურად იწვევს მათში აგრესიას. თუ რამის სწამთ, ვერ გადაათქმევინებთ. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად არიან შემოქმედი ადამიანების მუზები.
18 - სამართლიანობისთვის მებრძოლი და ინტერესების დამცველია. იშვიათად აქცევს ყურადღებას სხვის აზრს. პირად ურთიერთობაში აფასებს ურთიერთპატივისცემას. მუდამ ზრუნავს გარეგნობაზე. ძლიერ ემოციურ კავშირს გრძნობს დედასთან.
19 - ცხოვრობს დევიზით - "რასაც დათესავ, იმას მოიმკი". ხშირად აგებს პასუხს სხვების საქციელზე. პირად ცხოვრებაშიც და სამსახურშიც სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას. ენერგიული და მატერიალისტია. ნებისმიერ საქმეში წარმატებას მატერიალური კეთილდღეობის გამო აღწევს.
20 - უჭირს მარტოობაში. რაც უფრო მეტი ხალხი ახვევია, მით უკეთესია. სტუმართმოყვარეს მხიარული წვეულებების მოწყობა უყვარს. აქვს შემოქმედებითი ნიჭი. ადვილად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ. უკმაყოფილოა საკუთარი მიღწევებით.
21 - ბედის ნებიერები არიან. უყვართ ფული და სექსი. შეიძლება მდიდარ ოჯახში დაიბადონ ან ფინანსისტები გახდნენ, სექსის გარეშე კი ერთ დღესაც ვერ ძლებენ.
22 - სწავლის მოყვარულებს არ უჭირთ სხვებისთვის ყველაზე რთული საკითხების ახსნა. საჭიროებენ შექებასა და კომპლიმენტებში. მათ შორს ხშირად შეხვდებით ფილანტროპებსა და ქველმოქმედებს.
23 - მიზანმიმართულები, თამამები, იმპულსურები ნებისმიერ სფეროში აღწევენ წარმატებას. ოპტიმისტები და ცნობისმოყვარეები მაგნიტივით იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. აგრეთვე - უსიამოვნებებსაც. ამის გამო მათ ცხოვრებას მარტივს ვერ ვუწოდებთ.
24 - ყურადღებიანი და ფრთხილები ნაბიჯს არ გადადგამენ, თუ ყველაფერს არ აწონ-დაწონიან. არიან საოცრად დისციპლინირებულები. არ გამოეპარებათ მცირე დეტალიც კი. მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კვებას.
25 - ინტუიცია ექსტრასენსორულ დონეზე აქვთ განვითარებული. არ ახასიათებთ უგუნური საქციელი. მათ აზრს ყურადღება უნდა მიაქციოთ. არიან ინტელექტუალები.
26 - ერთგული მეგობარი და მეუღლეა. გარშემო მყოფების მფარველი. თუმცა, უყვართ ბატონობაც. აფასებენ წესრიგს, სისუფთავესა და სილამაზეს.
27 - ბუნებით მკურნალები არიან. მათგან კარგი ექიმები, მკურნალები დგებიან. კარგად უგებენ სხვათა გაჭირვებას. ცხოვრებისეული გამოცდილება მოდუნების საშუალებას არა აძლევთ და ცხოვრებას ხშირად იწყებენ თავიდან.
28 - წესრიგის მოყვარულია, იურისტი ან სამართალდამცველი. არ უყვარს შეცდომების აღიარება და საკუთარ შეცდომაშიც კი მუდამ სხვებს ადანაშაულებს. აქვს შემოქმედებითი ფანტაზია და ეს არბილებს მის ხასიათს.
29 - ემოციური ადამიანია და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება (დღეს უყვარს, ხვალ - ეზიზღება). მუდამ უყვარდებათ მათთვის შეუფერებელი ადამიანები. ესაჭიროებათ პარტნიორი, რომელიც მათ დაიცავს. კარგად გამოიმუშავებენ ფულს; ხშირად იგებენ ლატარიაში.
30 - დამოუკიდებელი, მებრძოლი ადამიანია. ინტელექტუალს ფენომენალური მეხსიერება აქვს. სწრაფად აგვარებს ყველაზე რთულ პრობლემასაც კი. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, სიტუაციის შეფასება 30-ში დაბადებულს ჰკითხეთ. მას სიმართლის თქმის არ მოერიდება.
31 - დამოუკიდებელი და მიზანსწრაფულია. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებს, იდეალურად ასრულებს. კარგი ორგანიზატორია, არ ეშინია თამამი პროექტების განხორციელების. არ უყვარს გაკვალული ბილიკებით სიარული. აფასებს სტაბილურობასა და ერთგულებას. თუ მოატყუებთ, მის ნდობას ვერ დაიბრუნებთ.