ფსიქო

რაშია ფრანგი ქალების ლამაზად დაბერების საიდუმლო? - ეს თქვენც შეგიძლიათ!

რაშია ფრანგი ქალების ლამაზად დაბერების საიდუმლო? - ეს თქვენც შეგიძლიათ!
იცით, რა სხვაობაა ფრანგ და სხვა ქალებს შორის? ცხოვრების წესი. სწორედ ეს ეხმარებათ დატკბნენ ცხოვრების თითოეული მომენტით და არამარტო ახალგაზრდობაში.
მოძრაობა - ყველაფრის საწყისია
ბავშვობიდან აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. ფეხით, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, თხილამურებით სრიალი. სხვა ქალებზე მეტად უვლიან ბაღებს. სამსახურში ველოსპედით მიდიან. მოძრობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

არასდროს კარგავენ გართობის სურვილს

ფრანგებს უყვართ ოჯახური დღესასწაულები და არც ერთი წვეულება უხუცესი ნათესავების გარეშე არ ტარდება. ფრანგმა ბებიამ შვილიშვილების გვერდით შეიძლება მთელი ღამე ცეკვაში გაატაროს.

საკვები მხოლოდ
საკვებია

გურმანები არიან, მაგრამ ზომიერებას იცავენ. არასდროს მიირთმევენ გარნის. მხოლოდ ხორცს, ბოსტნეულს, დახვეწილ კერძებს. მაკარონსა და სოსისს პატივს არ სცემენ.

იციან, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიამოვნების მიღებაა

სიამოვნებას იღებენ შოკოლადით, სექსით, უყვართ საკუთარი თავის განებივრება. ამავე დროს, არასდროს გრძნობენ თავს დამნაშავედ. ფრანგი ქალი ცხოვრობს საკუთარი სიამოვნებისთვის.

დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებენ

პასუხისმგებლობას მამაკაცებთან ერთად იყოფენ. თუმცა, არა ცდილობენ ლიდერობას ოჯახში.

საკუთარი თავი უყვართ ისეთი, როგორებიც არიან

ამერიკელები მუდამ იდეალებისკენ ისწრაფიან; ფრანგები - არა. მონგრეულ სხეულსაც და ნაოჭებსაც საკუთარი თავის განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ. სხვებზე

თავდაჯერებულები არიან.


ასაკობრივი ზღვარი არ აქვთ სექსუალურ ცხოვრებაში

დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ახალგაზრდობა 40 წლის ასაკში დგება. ამ პერიოდისთვის კარიერასა და ოჯახში ყველაფერი მიღწეულია და ცხოვრებით ტკბობის დრო დგება. მათთვის პრობლემას არ წარმოაგენს მოკლე კაბით სიარული, ქუსლიანი ფეხსაცმლის ან დეკოლტირებული კაბის ჩაცმა.

არ უჭირთ სწავლა

პენსიაზე გასულები უსაქმოდ ვერ ჩერდებიან და სწავლობენ სპორტის ახალ სახეობებს, იოგას, ცეკვას, უცხო ენას.

მონაწილეობენ შვილიშვილების ცხოვრებაში

უყვართ დროის შვილიშვილებთან ერთად გატარება. მათთან ერთად დადიან საბავშვო მოედნებზე, სტუმრად. მათთვის შვიილიშვილებთან ყოფნა სასარგებლო ტრადიციაა.

აკეთებენ იმას, რაც სურთ

ფრანგები არ იტყვიან `არას~ თუ მოსწონთ დალევა, ალკოჰოლი. მაგრამ ზომაც იციან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
დათო
ამ სისულელეებს საიდან გებულობთ და რატომ ავრცელებთ? 25 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ
12:24 / 26-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ყური მიგდე
ეს რა ბოდვაა?! კარაგდ ვიცნობ იქაურობას და...
10:45 / 12-06-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93