ფსიქო

რაზე მეტყველებს ადამიანის სახელის პირველი ასო - გაიგეთ, როგორი ხართ სინამდვილეში

რაზე მეტყველებს ადამიანის სახელის პირველი ასო - გაიგეთ, როგორი ხართ სინამდვილეში
ა- ლიდერი, ინიციატორი, ბავშვობიდან დამოუკიდებელი, აქტიური, ამბიციური.
უყვართ ხალხის მართვა სახლშიც, სამსახურშიც, საწოლშიც. არ ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ. უყვართ კომფორტი, ქათინაურები, საჩუქრები. გაურბიან ოჯახურ საქმიანობას. დიასახლისობა მათი მოწოდება არაა.


- საიმედო, ნაზი, მიზანდასახული ადამიანია.


ისწრაფის ფინანსური კეთილდღეობისადმი. მუდამ ჰყავს გავლენიანი მფარველი. ამასთანავე, რომანტიკული და მგრძნობიარეა. უყვარს გარშემო მყოფებისთვის ნერვების მოშლა. ექსტრემალური სპორტისადმი აქვს მიდრეკილება. რისკიანია ბიზნესოპერაციებში.

- მომხიბვლელი ღიმილის მქონე ქალია.


წამში შეუძლია ადამიანისთვის განწყობის ამაღლება. ინტელექტუალია. უყვარს ტვინის, მეხსიერების ვარჯიში. დეტალებისადმი განსაკუთრებულად
ყურადღებიანია. ზედმეტად ზიზღიანია. სკურპულოზულობა და პედანტურობა მათ პირად ცხოვრებაზეც აისახება. არ ჩქარობს დაქორწინებას.

- პრაგმატული ქალბატონია, რომელიც მიწაზე მყარად დგას.


მიზანმიმართულია, მაგრამ სიჯიუტის გამო ხშირად ვერ აღწევს სასურველს. უჭირს შეცდომების აღიარება. პირად ცხოვრებაში ოჯახზეა ორიენტირებული. საყვარელ ადამიანს ხშირად უწყობს სიურპრიზებს; იდეალური პარტნიორია სექსში.

- კომუნიკაბელურს (ჭორიკანაც კი) თანამოსაუბრის გარეშე ერთი წუთიც უჭირს გაძლება.


მათთვის მარტოობა დამღუპველია. როგორც წესი, რამდენჯერმე თხოვდებიან. საოცარი მიჯაჭვა იციან პარტნიორზე. თუმცა, თავისუფლების მოყვარეები არიან და კონტროლს ვერ აიტანენ. 

- კარგად განვითარებული ინტუიცია; მდიდარი ფანტაზია აქვთ.


უყვართ მიზნის დასახვა და მის მისაღწევად ბრძოლა. არ შეუძლიათ ტყუილის თქმა, ღალატი. სიყვარულში ვნებიანი და ერთგული პარტნიორები არიან 

- მეოცნებე და ფანტაზიორია.


ვარდისფერი სათვალით უყურებენ სამყაროს და მუდამ ხალისიანად გამოიყურებიან. არ უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ქათინაურები. ყურადღებით შეჩეული პარტნიორის მიმართ ერთგულები არიან.

თ/ტ - ბავშვობიდან უჭირთ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება.


დროდადრო ხვდებიან, რომ ტემპი უნდა შეანელონ, თუ არ სურთ, სადმე გადაიჩეხონ. ხშირად უყვარდებათ "პირველი ნახვით". პირად ცხოვრებაში ვნებიანები და მიზანმიმართულები არიან. არ უყვართ ინტრიგები. სიმართლისა და საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინიათ.

- ნიჭიერია განსაკუთრებით ხელოვნების დარგში.


მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. დახვეწილ მანდილოსნებს არ უჭირთ გარშემო ჰარმონიის შექმნა. ნერვიულობა და ჩხუბი არც კი იციან, რა არის. არ ერიდებიან სიმართლის პირში მოხლას, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ის. გაფრთხილდით, სიმართლე არავის უყვარს.

კ/ქ - მათი დევიზია: ან ყველაფერი, ან არაფერი.


ზედმეტად მგრძნობიარემ მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს ემოციები და ყველაფერი გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოს. საიდუმლოებებით გარშემორტყმულია და გარშემო მყოფებისთვის მუდამ გამოცანად რჩება. ბუნებამ სექსუალურობით დააჯილდოვა და ამიტომაცაა, რომ ხშირად უბრუნდებიან ძველი პარტნიორები.

- სილამაზისთვის არიან დაბადებულნი.


რაზეც უამრავ ფულს ხარჯავენ. სამოსი, გარდერობი, ინტერიერი - ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს. დაჯილდოებულნი არიან შემოქმედებითი და არტისტული ნიჭით. მართლები, მომთმენები და გულუხვები არიან. კარგ დიასახლისებს სახლში ჰარმონიის შექმნა შეუძლიათ. 

- მათ გარშემო ბრუნავს მთელი სამყარო.


დაჯილდოებულნი არიან დედობრივი მზრუნველობით. უყვართ ბუნება, ზრუნავენ გარშემო მყოფებზე. უყვართ სიახლეები. ერთდროულად რამდენიმე, განსხვავებულ პროექტზე შეუძლიათ მუშაობა. მათ ვორკოჰოლიკებსაც ეძახიან.

- კრეატიული და შემოქმედებითი ნატურები არიან.


არასდროს თანხმდებიან მონოტონურ ცხოვრებას, სამსახურს. მომთხოვნები არიან პარტნიორისა და მეგობრების მიმართ. უყვართ ცხოვრების დოკუმენტურად აღწერა. აწარმოებენ დღიურს, წერენ ბლოგებში.

- მორალური პრინციპების მქონე ქალბატონია.


იციან და იცავენ კანონს. იციან ფულის ყადრი და გონივრულად ადგენენ ბიუჯეტს. ქორწინებაში ყველაზე მეტად ღალატი აშინებთ, რის გამოც პარტნიორის მიმართ ზედმეტად ეჭვიანები არინ.

- ცდილობენ, გარშემო მყოფებზე მუდამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ.



მათ მუდამ გამოარჩევთ ხალხის მასიდან, რადგან იციან, რით მიიქციონ ყურადღება. მიზანსწრაფულები და აზარტულები არიან. უყვართ სხვისი საიდუმლოებები და ჭორები.

- გააკეთებს ყველაფერს, რათა მისმა გარშემო მყოფებმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ.

დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა ტალანტით. ემოციურობისა და იმპულსურობის დროს ხშირად დგამენ საბედისწერო ნაბიჯს. პარტნიორად მდიდარი შინაგანი ბუნების მქონე ადამიანი სჭირდებათ.

- მუშაობას არ უშინდებიან.


პირიქით, ისახავენ რთულ მიზნებს, იბრძვიან მათ მისაღწევად. პარტნიორულ ურთიერთობაში დომინანტები არიან. მათი დამორჩილება შეუძლებელია. ოჯახური დრამები რომ აიცილონ, ხშირად მეგობრებზე ქორწინდებიან.

- ყველაფერს იღონებს, ოღონდ ნაცრისფერ მასაში არ ჩაიკარგოს.


არიან მატერიალურად უზრუნველყოფილები და მუდამ მიმზიდველად, ექსტრავაგანტურად გამოიყურებიან. მუშაობენ 24 საათი, კვირაში 7 დღე. პარტნიორის მიმართ მეფური მოთხოვნები აქვთ. მათთვის შეუძლებელი არაფერია.

- გულუხვი მასპინძელი და იდეალური დიასახლისია.


სიყვარულისა და ოჯახის ერთგულია. მეუღლეში საიმედო პარტნიორს ეძებს. თუმცა, მისმა ჰაეროვნებამ არ შეგაშინოთ, სადაც საჭიროა, თავის ინტერესებს მამაკაცზე უკეთ დაიცავს.

- ქალური და შარმიანი ქალბატონია.


აქსესუარებსაც დახვეწილს ირჩევს. გარშემო საინტერესო, უნიკალური ადამიანები ახვევია. ექსტრემალურ სიტუაციაში პანიკაში არ ვარდებიან. ბედნიერებას თავისნაირი ხასიათის ადამიანთან იპოვის. 

- ენამახვილი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანია.


ხშირად არიან ცინიკურები, ახასიათებთ მწარე გამონათქვამები. მარტო არასდროსაა, ადვილად იცვლის პარტნიორებს. რთულ მომენტებში ბედნიერი მომავლის იმედი აქვთ და უმართლებთ კიდეც.

- შოპოჰოლიკი და მფლანგველია.


თუმცა, ნიჭის წყალობით ადვილად აღწევს მატერიალურ კეთილდღეობას. დამოუკიდებელი ქალბატონია და სიფრთხილით ეკიდება მის მიმართ გამოჩენილ დახმარებას. მუდამ იცავს მორალურ პრინციპებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30