ფენ-შუის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადამიანები კონკრეტული დაბადების წლის მიხედვით იზიდავენ მატერიალურ დოვლათს და სიმდიდრეს. ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი სტიქიის მიხედვით განსაზღვროთ ის, თუ რამდენად ხელგეწიფებათ მატერიალური სახსრების მოზიდვა-გამომუშავება.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში იპოვნეთ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი და მისი შესაბამისი სტიქია:
0, 1 - ლითონი - რისკის მოყვარული ხალხია. სტაბილურობა მათთვის არ არსებობს. ისინი მუდმივად ცდილობენ სპორტული ინტერესის გამო მეტი და მეტი გამოიმუშაონ. თუმცა, არც აბსოლუტური ბანკროტობაა მათთვის უცხო. ასეთი ხალხი ფულს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, სადაზღვევო საქმიანობით და კერძო ბიზნესით გამოიმუშავებს.
2, 3 - წყალი - გამუდმებული შიში ხვალიდნელ დღეზე და საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნაკლები რწმენა, ხელს უშლის ამ ხალხს მიაღწიოს მატერიალურ კეთილდღეობას. ხანდახან მაინც მიეცით თავს საშუალება დაუთვლელად ხარჯოთ ფული. გაინებივრეთ თავი. ასეთი ხალხი ფულს მედიცინის სფეროში შოულობს. კარგია ასევე სახელოვნებო სფეროებიც.
4, 5 - ხე - წინდახეული ხალხია, თუმცა იშვიათად ახერხებენ გამდიდრებას. მათთვის დამახასიათებელი სკეპტიციზმის გამო. ყველაზე მეტად აკლიათ ოცნების უნარი. სასურველია, ხელი მოჰკიდოთ ტურიზმისა და გართობის სფეროს, კულინარიას და ა.შ. გაგრძელება