ფსიქოლოგიაში ამას "პროჟექტორის ეფექტი" ეწოდება: როგორც წესი, ადამიანები იმაზე ნაკლებ ყურადღებას გაქცევენ, ვიდრე გგონიათ.
მაგრამ თუ ადამიანებს აქვთ სტიმული, მოგაქციონ ყურადღება, იცვლება ყველაფერი. ისინი არა მხოლოდ თქვენს ტანსაცმელსა და ვარცხნილობას, არამედ უმნიშვნელო დეტალებსაც აკვირდებიან.
ამას საიტზე Quora ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
აი, ყველაზე საინტერესო პასუხები კითვაზე: "როგორი წვრილმანები მეტყველებს ფსიქოლოგიაზე და პიროვნებაზე?":
ხელის ჩამორთმევა
რამდენიმე მომხმარებელმა აღიარა, რომ ადამიანზე ხელის ჩამორთმევის მიხედვით მსჯელობს.
ფსიქოლოგების მტკიცებით, ძლიერი ხელის ჩამორთმევა ექსპრესიულ ექსტრავერტებს ახასიათებს, სუსტი კი - მორცხვ ნევროტიკებს.
პუნქტუალობა
იგვიანებთ შეხვედრაზე? ამან შესაძლოა, მომლოდინეს ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვიოს თქვენდამი.
ოფიციანტებისადმი დამოკიდებულება
უამრავმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ ექცევა ადამიანი მიმტანებს.
ტოპ-მენეჯერებიც კი ამბობენ, რომ ადამიანზე ბევრი რამის გაგება შეიძლება იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა ის მიმტანთან. რონ შეიკმა, კომპანიის Panera Bread გენერალურმა დირექტორმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, თუ როგორ არ მიიღო ერთი კანდიდატი სამსახურში, რომელიც მასთან თავაზიანი იყო და დამლაგებელს ეუხეშა.
სასმლის არჩევა
სასმელის არჩევაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია...
ფრჩხილების კვნეტა
ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით, თუ ადამიანი ფრჩხილებს იკვნიტს, უს თვითგვემით არის დაკავებული. კვლევები კი უჩვენებს, რომ ასეთი ადამიანი პერფექციონიზმისკენაა მიდრეკილი და მოდუნება უჭირს.
ხელწერა
პროფესიონალი გრაფოლოგი ამბობს, რომ მსხვილი ასოები - გახსნილობის ნიშანია, წვრილი კი - ინტროვერსიის.
ტელეფონში ხშირად ქექვა
კვლევების თანახმად, თუ თქვენ ხშირად ამოწმებთ ელ-ფოსტას და ფეისბუქს, ე.ი. ემოციური სტაბილურობის უკმარისობას განიცდით და ცდილობთ გუნება გამოიკეთოთ.
მანქანის მართვის სტილი
კვლევები ამტკიცებს, რომ მამაკაცები, რომლებსაც უყვართ ტარებისას რისკი, არიან იმპულსურები და თავგადასავლების მაძიებლები, ქალები კი - ნერვიულები და ხშირად შფოთავენ.
სიარულის მანერა
მოდუნებული სიარული ექსტრავერსიასთან და ავანტიურიზმთან ასოცირდება, ჩქარი სიარული - ნევროტიზმთან.