ფსიქო

ქალის 5 ნაკლი, რომელსაც შეყვარებული მამაკაცი ვერასოდეს ამჩნევს

ქალის 5 ნაკლი, რომელსაც შეყვარებული მამაკაცი ვერასოდეს ამჩნევს
”ვაიმე, რა საშინელებაა, რა მოხდება, როდესაც ნახავს, რომ ისეთი ბრტყელი მუცელი არ მაქვს, როგორც ბანდაჟში?!” - ასე განიცდიან ქალები, თუ ოდნავ მაინც უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით. მამაკაცებს კი ეს აოცებთ: რაზე საუბრობს?

წელის/მკერდის/ბარძაყის გარშემოწერილობა, ფეხის ზომა

ჯერ ერთი, თუ მამაკაცი ღამით თქვენთან დარჩა, ე.ი. მან უკვე მოასწრო შემჩნევა და შეფასება, თუ როგორ გამოიყურებით. მეორეც, ”ძვლები” ყველას როდი უყვარს, ბევრს სწორედ ”ფერხორციანი” ქალები ურჩევნია. მესამეც, თუ მამაკაცს იქამდე აღაგზნებთ, სანამ ის გაგხდით, კალორიების თვლას ნამდვილად არ
დაიწყებს და მისი ვნება არ ჩაქრება.

Image result for bridget jones gif
არასასურველი იერსახე

ქალების ყველაზე მცდარი წარმოდგენა: მე მას უკვე არ მოვწონვარ. გუშინ დედოფალივით გამოვიყურებოდი, დღეს კი... გახსოვდეთ: მამაკაცი ასეთ წვრილმანებს ვერ ამჩნევს, ის მთლიან იერსახეს აღიქვამს და თუ მას თქვენი დაპყრობის სურვილის პროგრამა უკვე ჩაერთო, უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რა გეცვათ და როგორ გამოიყურებოდით. პირიქით, უფრო ”დაიქოქება”, როდესაც დაინახავს, რომ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოთ.
Image result for bridget jones gif
კაპრიზები და უსუსურობა

ეს კი მამაკაცებს პირიქით, უყვართ. მითია ის, რომ ქალის კაპრიზები და უსუსურობა აღიზიანებთ. მიეცით საშუალება, იზრუნოს თქვენზე, თავი გმირად იგრძნოს.


არასექსუალური საცვლები

ყველას ახსოვს ნაწყვეტი "ბრიჯიტ ჯონსიდან", როდესაც მან წვეულებაზე ბებიის ფოხანი ჩაიცვა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოცნების მამაკაცთან მოუწევდა ღამის გატარება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მზაკვრული კანონი მუდამ მოქმედებს: როდესაც ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვართ მზად რამისთვის, მაშინ ხდება ყველაფერი. ამიტომ, მთავარია, არ შეგრცხვეთ და არ გაიქცეთ, არამედ ერთად გაიცინოთ. თან შეგახსენებთ, რომ მამაკაცისთვის სულერთია, რა გაცვიათ, როცა მას სურს, გახდილი გიხილოთ.

Image result for bridget jones gif
გამოუცდელობა სექსში

მამაკაცები მიიჩნევენ, რომ ეს ღირსებაა. იმიტომ, რომ ისინი თქვენი ცხოვრების მთავარ გმირად იგრძნობენ თავს. ზოგიერთს, რა თქმა უნდა, გამოცდილი გოგონები მოსწონს, მაგრამ დარწმუნებული იყავით - თუ გულწრფელად აღიარებთ, რომ რაღაც არ იცით, ის სიხარულით ისწავლის რაიმე ახალს თქვენთან ერთად. მამაკაცებს ყველაზე ნაკლებად უყვართ თქვენი ყოფილი მამაკაცების ისტორიების მოსმენა: იქნებ ჩემზე უკეთესი იყო? გააგებინეთ, რომ ისე კარგად, როგორც მასთან, არასოდეს ყოფილხართ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
სალის
სალი , ამერიკასი ხომ არ გგონია სდე და გამე საცოლსჰი გორაობს ხალხი , ისე გამოგცურავს ამერიკა რომ სჰენი ქარტული რეალობა დაჰავიცყდება , ვის სცალია აქ უაზრობებისტვის იცი? ქარტველებს....
01:16 / 23-11-2017
გამოხმაურება / 0 /
სალის
რა მოსატანია ამერიკა აქ. ქალი ყველგამ
01:13 / 23-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93