ალბათ, ხშირად გაგჩენიათ კითხვა - "რა მოეწონა მასში?" სიმართლე ისაა, რომ მამაკაცს ქალში ხშირად ყველაზე მოულოდნელი თვისებები მოსწონს. ყველაზე უმნიშვნელო ჟესტი ან ქცევა მამაკაცისთვის შესაძლოა ძალიან ბევრს ნიშნავდეს.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც მამაკაცს თქვენს შეყვარებას აიძულებს:
1. უთხარით გულწრფელი კომპლიმენტი
არა ის, რომ სიმპათიური და სექსუალურია, არამედ ის, რომ მოგწონთ მისი მუსიკალური უნარი, რომ მის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობთ.
2. მოამზადეთ მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი
მამაკაცების უმრავლესობა ვერ დაიმახსოვრებს, რომ პარტნიორი მას შარვალს ურეცხავს, თუმცა, თუ განსაკუთრებულ კერძს მოუმზადებთ, ეს აუცილებლად დაამახსოვრდება.
3. უთხარით: "მე შენ გაფასებ"
მამაკაცები ხშირად ფიქრობენ, რომ ვერ აფასებენ მათ და თუ ამ მარტივ წინადადებას ეტყვით, თავს მამაკაცად იგრძნობს.
4. თვალებში ღრმად უმზირეთ
ისწავლეთ ამის სწორად კეთება და გამოიყენეთ მთელი თქვენი ქალური ენერგეტიკა. იხილეთ სრულად