ხანდახან ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგებით. ცუდი ამინდი, ვიღაცის მზერა ან უბრალოდ, დაღლილობა... გსურთ, გამოიკეთოთ ხასიათი? პირდაპირ ახლა, ყოველგვარ მიზეზს გარეშე?
1. ღიმილი შეგიცვლით გუნება-განწყობილებას
ადრეც გსმენიათ და ახლაც გიმეორებთ: გაიღიმეთ. ეს პირდაპირ აისახება ხასიათზე. შეამოწმეთ?
2. დალიეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი
კოფეინი განწყობას ამაღლებს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მასზე ინდივიდუალური რეაქცია გაქვთ გაღიზიანების სახით. ასეც ხდება.
3. აიწურეთ მხრები
როგორ ავიმაღლოთ ხასიათი? დაძაბეთ მხრები და აწურეთ ყურებამდე, შემდეგ მყისიერად მოადუნეთ. ეს ხერხი საოცარ შვებას მოგგვრით.
4. ჩართეთ თემატური მუსიკა
იპოვეთ რაიმე მხიარული მელოდია და მოუსმინეთ. ესეც მოქმედებს და განწყობას აუმჯობესებს.
5. როგორ ავუმაღლოთ ადამიანს განწყობა? გაიხედეთ ფანჯარაში მზის შუქზე
მთელი დღე ხელოვნური განათების ქვეშ ვსხედვართ. თვალებს და განსაკუთრებით, ტვინს მზის სხივი სჭირდება. თქვენს ხასიათსაც.
6. უმჯობესია, გარეთ გახვიდეთ და ჰაერი ჩაისუნთქოთ
ეს გახლავთ ერთადერთი რჩევა, რომელსაც 30 წამზე მეტი დრო სჭირდება. ამ სიაში კი იმის გამო მოხვდა, რომ ჰაერის დაახლოებით 30-წამიანი ჩასუნთქვის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ.
7. დაურეკეთ მეგობარს
სოციალური კავშირები მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ახლო მეგობრებთან კავშირი კი უფრო მნიშვნელოვანი. არა, "ფეისბუქის" მილიონი ფრენდი ნამდვილ მეგობრებს ვერ შეგიცვლით.
8. ჩაეხუტეთ
დამტკიცებულია, რომ ჩახუტება ამაღლებს ოქსიტოცინის, სიამოვნების ჰორმონის დონეს.
9. იცეკვეთ სულელური ცეკვა
რაც უფრო სულელურად იმოძრავებთ, მით უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს.
10. დახურეთ სოციალური ქსელები
კვლევების თანახმად, ნიუსფიდის კითხვა ადამიანებს საკუთარი წარუმატებლობის განცდას აძლევს. გათიშეთ შეტყობინებები და შეწყვიტეთ ქრონიკაში სიახლეების კითხვა.