ფსიქო

არასოდეს დალიოთ ცუდი ყავა, ნუ იყოლიებთ ცუდ მეგობარს და ნუ შეეგუებით ცუდ მამაკაცს!

არასოდეს დალიოთ ცუდი ყავა, ნუ იყოლიებთ ცუდ მეგობარს და ნუ შეეგუებით ცუდ მამაკაცს!
ადამიანებს სურთ, რომ მუდამ მისიანი იყოთ, მუდამ დინებას მიჰყვებოდეთ და იღებდეთ ყველაფერს ისე, როგორიც არის. შესაძლოა, ცხოვრების ზოგიერთ სფეროში ასეც არის საჭირო, მაგრამ ყველაფერში - ნამდვილად არა.
არსებობს სფეროები, სადაც ნეიტრალიტეტი არ უნდა მიიღოთ. ზოგიერთი რაღაცისთვის უნდა იბრძოლოთ.

ადამიანები, რომლებმაც არ იციან, როგორ იცხოვრონ ისე, როგორც სურთ, ეცდებიან, თავი ცუდად გაგრძნობინონ იმის გამო, რომ იღვწით სასურველისკენ. მათ შეიძლება სნობი და ეგოისტიც გიწოდონ, უბრალოდ იმიტომ, რომ აღწევთ იმას, რაც გაბედნიერებთ.

მაგრამ
თუკი იმის ფიქრში გაატარებთ ცხოვრებას, თუ რას იტყვიან სხვები, სტაბილური, მაგრამ მოსაწყენი ცხოვრება გექნებათ.

თქვენი ცხოვრება იმის ანარეკლი უნდა იყოს, რაც ყველაზე მეტად გიყვართ და გაბედნიერებთ. არ უნდა შეგეშინდეთ ამის განცხადების. თუ ისე იქცევით, თითქოს ფეხებზე გკიდიათ, მაშინ ცხოვრებისგანაც იღებთ იმას, რაც ფეხებზე გკიდიათ. ყველაფერი მარტივადაა.

შეგიძლიათ ცხოვრების ხარისხის გაკონტროლება, იმის, თუ როგორ გსურთ იცხოვროთ.

ჰოდა, ნუ დარჩებით ცუდ მეგობრებთან, რომლებიც მხოლოდ "პონტის" გამო არიან თქვენთან. ნუ იქნებით ცუდ მამაკაცებთან, რომლებიც სიტყვას არასოდეს ასრულებენ და გალოდინებენ. და არასოდეს დათანხმდეთ ცუდ ყავაზე. უმჯობესია, რამდენიმე ლარით მეტი გადაიხადოთ და ნამდვილი და ძალიან არომატული მიირთვათ, ვიდრე უბრალოდ ყავა.

ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ხარჯოთ ენერგია დამღლელ ნიუანსებზე. გეყოფათ უგულებელყოფა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა გახდეთ ბედნიერი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
ქეთი
კარგი მამაკაცი?! თავიდან ყველა კარგია,სანამ შეგაყვარებს თავს...
21:48 / 05-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილი
აქამდე ყავისთვის თავს არ ვიკლავდი, მაგრამ თუკი ბედნიერების საწინდარი ყოფილა ხვალიდან დავიწყებ სმას. აი, კარგი მეგობრის და მამაკაცის არჩევას კი, ბედი როგორც განაგებს.მარტო ჩემი სურვილი რომ იყოს საკმარისი ამდენ იდიოტებში კი არ ვიქნებოდი.
14:44 / 05-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93