ფსიქო

რა უნდა გააკეთო დღეს, რომ ხვალ ცხოვრება უკეთესი გახდეს?

რა უნდა გააკეთო დღეს, რომ ხვალ ცხოვრება უკეთესი გახდეს?
უჩვენოდაც იცით, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა ხვალ ცხოვრება გაცილებით უკეთესი გქონდეთ.

უთხარით ”არა”

შეამცირეთ ან გაწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ცუდად ან არასაკმარისად კარგად გექცევიან.

დაგეგმეთ

ჩამოწერეთ აქტივობები: ორშაბათი-ხუთშაბათი ცურვა, ფიტნესი, იოგა. დანარჩენ დღეებში 30-წუთიანი სირბილი, ფეხით სიარული ან კიბეებზე ასვლა-ჩასვლა.

სხეულის ფოტო

ერთ ან ექვს თვეში ერთხელ გადაიღეთ ფოტო, სადაც გამოჩნდება თქვენი შედეგი, თუ ვარჯიშობთ, დიეტაზე ხართ ან პირიქით, თუ წონაში მოიმატებთ, რომ აკონტროლოთ.

დასკანერება

ძველი ფოტოები, წერილები, დღიურები, გადაუღეთ ფოტო ყველა
იმ ნივთს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია და შეინახეთ კომპიუტერში.

ციფრული არქივი

მუსიკა, ფოტოები, დოკუმენტები ატვირთეთ ინტერნეტში, სპეციალურ დისკებზე. ნოუთბუკი რომც გაგიფუჭდეთ, ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეგენახებათ.

სწორი კვება

რაციონის 50 პროცენტს ნახშირწყლები უნდა შეადგენდეს; 30 პროცენტს - ცილები, დანარჩენს - ცხიმები. აკონტროლეთ, რას ჭამთ და რამდენს. ნუ გადააჭარბებთ კალორიების ნორმას.

ცხოვრების მიზანი

წარმოიდგინეთ თქვენი თავი 5, 10 და 20 წლის შემდეგ. ჩამოწერეთ სურვილები და მათი განხორციელების სტრატეგია.

საპენსიო ანგარიში

არავინ იცის, როგორი სიბერე გელით. ამიტომ ხელფასიდან გარკვეული თანხა გადადეთ საპენსიოდ. წლების შემდეგ საკმაოდ სოლიდური თანხა დაგიგროვდებათ.

დროის გადანაწილება

ნუ გაატარებთ მთელ თავისუფალ დროს ინტერნეტში. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წაიკითხეთ ქაღალდის წიგნები, გააკეთეთ ხელნაკეთი ნივთები.

ჩამოწერეთ ხარჯი

ეს დაგიცავთ, არ დახარჯოთ ფული არასასურველ ნივთებზე. თვის დასაწყისში ჩამოწერეთ საყიდელი ნივთებისა და ხარჯის სია.

იოცნებეთ

ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, ოცნებები (თამამიც კი), შეინახეთ სია. გავა დრო და აღმოაჩენთ, რომ სურვილების 90 პროცენტი ასრულდა.

მუსიკალური ფლეი-ლისტი

შეადგინეთ განწყობის მიხედვით: ნოსტალგია, სიხარული, შეყვარებულობა და ა.შ.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93