მას მაღალი სტანდარტები აქვს. ის არ დახარჯავს დროს მამაკაცებზე, რომლებიც მას პატივს არ სცემენ. მის ცხოვრებაში არ არის ადგილი მათთვის, ვინც ხელს უშლის განვითარებაში.
მაგრამ ის არ თვალთმაქცობს. იგი თავადვე შეესაბამება იმავე სტანდარტებს.
მას თავად სურს, მოწყვიტოს ვარსკვლავები ციდან. ამიტომ ვერ იტანს საკუთარ თავს ისეთ დღეებში, როცა საწოლში წევს ჩიფსების შეკვრით ხელში, იმის ნაცვლად, რომ სპორტ-დარბაზში ივარჯიშოს; როდესაც ის არასაკმარისად მოქმედებს.
და რასაც უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, რამდენი სიყვარულიც უნდა გასცეს, მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ. მას მეტის გაკეთება სურს. იმიტომ, რომ იცის, მას მეტი შეუძლია.
თავდაუჯერებელია, რადგან იცის, ჯერ არ აქვს რეალიზებული თავისი პოტენციალი. სწამს თავისი წარმატების, მაგრამ მეტი პროგრესის ხილვა სურს. უნდა იცოდეს, რომ სწორ გზას ადგას, რომ მისი რწმენა გამართლებულია.
ვერავინ ამჩნევს, რომ ეშინია, რომ მთელი ძალებით ცდილობს, დარჩეს ძლიერი. თავს აჩვენებს, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ამიტომ მეგობრები არ თვლიან საჭიროდ, თუნდაც შეახსენონ, რომ ის ძალიან ლამაზი და ნიჭიერია.
მეგობრები დუმან, როდესაც ის უსიტყვოდ ემუდარება, მხარი დაუჭირონ. არადა, როგორ სჭირდება ვინმე, ვინც ეტყვის, რომ სწორად და კარგად აკეთებს ყველაფერს.
ის სუპერგმირი გეგონება, მაგრამ უბრალოდ, ქალია, რომელსაც მხარდაჭერა და მეგობრები სჭირდება.
რთულია, იზრუნო საკუთარ თავზე, როცა გამუდმებით ცდილობ, სხვებზე იზრუნო.
ვერ აკონტროლებს სხვების ცხოვრებას, მაგრამ ის ცდილობს. ცდილობს, მიიწვიოს ბოიფრენდები რომანტიკულ ვახშამზე, მათთვის საუკეთესო საჩუქრებს არჩევს. მეგობრებს მხიარულებას უწყობს და ყველაფერს აკეთებს, მშობლებმა მისით რომ იამაყონ.
მაგრამ მას მაინც გამოსდის. ჰყოფნის ძალა, გაიღიმოს ყოველდღე, რადგან ის არასოდეს ნებდება. ის გასცემს, წყვეტს პრობლემებს, ის აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაუჯერებლობამ შესაძლოა, წარმატებისკენ სვლა შეანელოს, ეს მას არ აჩერებს. არ აქცევს ყურადღებას ხმებს საკუთარ თავში, რომლებიც ჩასძახებენ, რომ სულელია და არასაკმარისად ლამაზი, ან გამოუცდელი.
ის აკეთებს იმას, რის გაკეთებასაც აპირებდა. თუნდაც დარწმუნებული არ იყოს წარმატებაში.
საქმე ისაა, რომ მას მაღალი სტანდარტები აქვს. ამიტომაც იცის, ვინ შეიძლება გახდეს და არ გაჩერდება, სანამ ამას რეალობად არ აქცევს.