რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ქალს მეუღლე საჩუქრებით ავსებს, თქვენ კი საყვარელი ადამიანი არაფერს გჩუქნით?
1. არასწორ მამაკაცებს ირჩევთ
თუ ცუდად აღზრდილი, გათამამებული მამაკაცი გყავთ გვერდით, ნუ ელით მისგან საჩუქარს. უნდა აირჩიოთ ისეთი, რომელიც პატივს გცემთ, ცდილობს თქვენი გულის მოგებას.
2. არ გიხარიათ
თუ მამაკაცისგან მორთმეული საჩუქრის მიღება არ გიხარიათ, არც მომავალში მიიღებთ. იყავით მადლიერი მიღებულით.
3. ფანტაზიის ნაკლებობა აქვს და არც თავად ეხმარებით
მამაკაცი ვერ ხვდება, თქვენ რა გსურთ. ამიტომ კი არ მიახვედროთ, პირდაპირ უთხარით, მისგან რა საჩუქრის მიღება გაგეხარდებოდათ.
4. თქვენ უკვე ყველაფერი გაქვთ
თუ ფუფუნებაში ცხოვრობთ და მამაკაცს აგრძნობინებთ, რომ ყველაფერი გაქვთ, მას თქვენთვის იის კონის მორთმევაც კი მოერიდება. აგრძნობინეთ, რომ მისი საჩუქარი გაგახარებთ და რასაც მოგართმევთ, სწორედ ის არ გქონდათ.
5. არ მიაჩნიხართ თავის ქალად და არც თვლის საჭიროდ, რომ საჩუქარი მოგართვათ
საჩუქარი მხოლოდ ყურადღება კი არა, სტატუსიცაა. თუ ვერ ხვდებით, რა ხართ ადამიანისთვის და კითხვა გერიდებათ, საჩუქრებს შეხედეთ...
6. არ ხართ მამაკაცისთვის ძვირფასი
და არ თვლის, რომ რაიმე მოგართვათ.
7. თავად არ სთხოვთ
თუ მამაკაცისგან ან საჩუქარი გსურთ, ან რესტორანში, კონცერტზე დაპატიჟება, თავად უნდა შესთავაზოთ.
8. გეშინიათ, რომ საჩუქარი რამეს გავალდებულებთ
ან არ შეგითანხმდათ. თქვენ ქვაბი გსურდათ, მან კი ტაფა მოგიტანათ და ამის გამო იკამათეთ. სხვა დროს აღარ მიიღებთ საჩუქარს.
9. ასეთი ბედი გაქვთ
მამაკაცებიც და გარშემო მყოფებიც მხოლოდ თქვენგან ელიან საჩუქრებს, ყურადღებას, თქვენზე კი არავინ ფიქრობს.
10. სტატუსით არ შეგეფერებათ
მამაკაცი შეიძლება საჩუქარს იმიტომ არ გჩუქნით, რომ გული არ გატკინოთ. იქნებ იფიქროთ, რომ რადგან ძვირად ღირებული სამკაული მაჩუქა, ე.ი. თვლის, რომ მე არ მაქვს ასეთი და ამით გამცირებთ.
დაბოლოს, მოითხოვეთ, რაც გსურთ და ისწავლეთ საჩუქრის ღირსეულად მიღება.