ქალი მამაკაცის წინაშე მუდამ სხვადასხვაგვარად უნდა წარდგეს, მაშინ მისდამი ინტერესი არასოდეს გაქრება.
მამაკაცის მიზიდვა, დაინტერესება, თავის შეყვარება და ურთიერთობის შენარჩუნება - თითქოსდა მუდმივი სიყვარულის აგების მექანიზმი იოლია, მაგრამ რომელ ეტაპზე ჩნდება პრობლემები? რატომ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომებს და ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც? მოდით, ვეცადოთ, გავერკვიოთ.
ქალი, ამა თუ იმ დროს, ძირითად, 4 მდგომარეობაში იმყოფება. ინტერპრეტაციებიდან ყველაზე ცნობილია - ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა.
მაშ ასე, წარმატებულად დაქორწინებისთვის საჭიროა ამ 4 მდგომარეობის დროულად ჩართვის ცოდნა. ყოველი მდგომარეობა ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე უნდა ჩაირთოს, რათა მეუღლისთვის მუდამ საინტერესო დარჩეთ.
მამაკაცის მიზიდვა - საყვარლის მდგომარეობა

საყვარელი - ცეცხლია. მგზნებარე, სექსუალური. იგი იზიდავს მამაკაცს თავისი დაუოკებელი სურვილებით, მის ენერგიას გვერდს ვერ აუვლი. თუ ქალი "საყვარელს" რთავს, იოლად მონუსხავს მამაკაცს.
რა მოვიმოქმედოთ?
ისწავლეთ ფლირტი, გამოიყენეთ ქალური ენერგია. შეიძინეთ სექსუალური თეთრეული, დაესწარით შესაბამის მასტერ კლასებს - მეტად განვითარდით სექსუალურ ცხოვრებაში.
ინტერესის გაღვივება - დედოფლის მდგომარეობა

დედოფალი - ჰაერია, თითქოსდა ცივი და მიუწვდომელი. ის არჩევს შესაფერის კანდიდატურას, წარმატებულია, იცის, რა სურს და როგორ მიაღწიოს საწადელს. დედოფლის მამაკაცი უნდა შეესაბამებოდეს მის ფასეულობებს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. მამაკაცის წარმოსახვაში ქალი ხდება იდეალი, რომელთანაც მუდამ სურს ყოფნა.
რა მოვიმოქმედოთ:
შეხვდით მამაკაცს არაუმეტეს 3 დღეში ერთხელ, ტელეფონით და სოციალური ქსელით ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანეთ. არ უნდა იფიქროს, რომ დაგიპყროთ, რადგან პაემანზე დაგპატიჟათ. შეიტყვეთ მასზე და მის გარემოცვაზე ყველაფერი, გამორიცხეთ საუბარში ქორწინების თემა. საკუთარ თავზე ნაკლები ილაპარაკეთ.
ხელის თხოვნისკენ ბიძგება - გოგონას მდგომარეობა

გოგონა - წყალია. მხიარული, შეყვარებული გოგონა ღიაა სიახლეებისთვის, მიმნდობია და მზადაა, სამყაროს გაუზიაროს სიყვარული. ამ მდგომარეობაში ქალი იღებს დაქორწინების წინადადებას.
რა მოვიმოქმედოთ?
გამოიჩინეთ სისუსტე, მადლიერებით მიიღეთ ყურადღების გამოვლინება თქვენდამი, მიეცით მამაკაცს საშუალება, იზრუნოს თქვენზე, ცოტათი თავი მოისულელეთ.
ოჯახის და სიყვარულის შენარჩუნება - დიასახლისის მდგომარეობა

დიასახლისი - მიწაა. ის ბრძენია, აქვს დიდი გამოცდილება, მამაკაცი მუდამ მასთან დარჩება, რადგან მისთვის ოჯახის განსახიერებაა, უყვარს და აფასებს მას.
რა მოვიმოქმედოთ?
ნუ მოახვევთ თავს თქვენს რჩევებს. თუ თხოვნით მოგმართეს, ყურადღება გამოიჩინეთ. იყავით კარგი დიასახლისი, ისწავლეთ კერძების მომზადება, მოაწყვეთ კომფორტული გარემო. გაიზიარეთ მეუღლის ინტერესები - სამსახურიდან დაწყებული - ფეხბურთით დამთავრებული.