ისე უნდა იცხოვრო, რომ მერე კარგი მოგონებები დაგრჩეს. ამისათვის კი, ხანდახან გიჟური საქციელის ჩადენაცაა საჭირო და მოსინჯო რაიმე ახალი, შეუცნობელით შთაგონდე და დაუვიწყარი ცხოვრება განვლო.
 -  ნამდვილად ეგზოტიკური ადგილების მონახულება, სადაც თავს ისე იგრძნობ, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი. 
  -  რაიმე მუსიკალური ფესტივალის ბილეთების შეძენა და უცნობების გარემოცვაში მხიარულება. 
  -  მარათონის გარბენა.
  -  წყალში შიშვლად გაცურვა.
  -  ისეთი კერძის მომზადების სწავლა, რომელიც თქვენი საფირმო გახდება და ახლობლებისა და მეგობრების გახარება. 
  -  გენეოლოგიური ხის შედგენა, რომელიც მოულოდნელ აღმოჩენამდე მიგიყვანთ. 
  - მოსინჯოთ ბანჯი-ჯამფინგი ან პარაშუტით ხტომა. 
  -  მთელი ღამე უცნობ ქალაქში წვეულებაზე დროის გატარება.
  -  კოქტეილების მომზადების სწავლა.
  -  კარაოკე-ბარში სიმღერა, თუნდაც არც ხმა გქონდეთ და არც სმენა.
  - დაივინგი და აკვალანგით ყვინთვა.
  -  სამოგზაუროდ წასვლა და უცხო ქვეყანაში დაკარგვა. ხანდახან სწორედ ასეთი რამ ხდის მოგზაურობას დაუვიწყარს.
  -  მთის დალაშქვრა. ევერესტი აუცილებელი არაა.
  -  ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ღამის გატარება.
  -  გაიარო მასტერ-კლასი იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის გაინტერესებდათ და რომელშიც ვერ ერკვეოდით. მაგალითად, ხელსაქმე, მწერლობა, გოლფი.
  -  კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა.
  -  მოსინჯო ძალები ვოლონტიორულ საქმიანობაში.
  -  იპოვო ადამიანი, რომელიც ძვირფასი გახდება შენთვის.
  -  მარტო მოგზაურობა. ეს ცოტათი საშიშად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მაგარია.
  -  მთავარი სპორტული მოვლენის დასწრება - თასი, სუპერთასი, მსოფლიო ჩემპიონატი.
  -  უცხო ადამიანებთან ერთად სახლის ქირაობა. დარწმუნებული იყავით, ასე კარგ მეგობრებს შეიძენთ.
  -  ტელეფონის გამორთვა და სამყაროსგან მოწყვეტა მთელი კვირის განმავლობაში.